პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გვარამიას თქმით, "ფედერალისტების" ბანერით გამოწვეულ სკანდალს "ახალი" გუნდურად განიხილავს

ფედერალისტებინაციონალური მოძრაობა

ნიკა გვარამიას განცხადებით, პარტია „ახალი“ გუნდურად განიხილავს აქციაზე „ფედერალისტების“ ბანერით გამოწვეულ სკანდალს. გვარამია აცხადებს, რომ ერთიანობის ნაცვლად განხეთქილების განხილვაზე უარესი არაფერია.

გვარამიას თქმით, "ფედერალისტების" ბანერით გამოწვეულ სკანდალს "ახალი" გუნდურად განიხილავს
ფორმულა

ნიკა გვარამია გუშინდელ აქციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, გუნდურ მოთამაშეებს და ლიდერებს, არ აქვთ უფლება, ავტონომია გამოაცხადონ და "ეგოისტურად იყელყელაონ" საკუთარი პოზიციით.

გვარამიას თქმით, "ფედერალისტების" ბანერით გამოწვეულ სკანდალს "ახალი" გუნდურად განიხილავს და გამოეხმაურება გუშინდელ ფაქტს.

"უბრალოდ, ნაჩქარევ ფბ სტატუსებს მიჩვეულ ხალხს მინდა ვუთხრა, რომ ბევრი ადამიანის ბევრი აზრი როცა იკვეთება (შინაარსთან და ფორმასთანაც დაკავშირებით), პასუხისმგებლიან გუნდურ მოთამაშეებს და, მით უმეტეს, ლიდერებს, არ აქვთ უფლება, ავტონომია გამოაცხადონ და ეგოისტურად იყელყელაონ საკუთარი პოზიციით.

პოლიტიკაც, ტელევიზიაც და ყველა სხვა სფერო, სადაც მიმუშავია, გუნდური იყო და გუდნურ ფორმატში ასე არ ხდება. გუნდურობა ზუსტად ისაა, რასაც მე მთელი ცხოვრება თანამშრომლობის მთავარ და ძალიან გასაფრთხილებელ ფორმად მივიჩნევ. და კი, განსაკუთრებით ამგვარ ვითარებებში გასაფრთხილებელი სწორედ რომ ჩემი პოლიტიკური გუნდია ჩემთვის - იდესიადმი ერთგული და საქმის მიმართ პასუხისმგებლიანი ადამიანების ერთობა.

ჩემი რწმენით, არაა პოლიტიკა "თავისუფალი ფორვარდების" სათარეშო ასპარეზი და სწორედ ამ რწმენით შევქმენი პარტია და სწორედ ამ რწმენით ვმოქმედებ, მიუხედავად იმისა, რომ სულ არ მიჭირს განსხვავებულად მოქმედება, მერწმუნეთ. ეს ჩემი სრულიად გაცნობიერებული და პრინციპული არჩევანია, და არც თუ ისე მარტივი, მინდა გითხრათ.

ის, რომ გუშინდელი დიდებული აქციის ნაცვლად დღეს ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს;

ის რომ დღეს ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება;

ის, რომ ამას არ დაჭირვებია არც ქოცი და არც ქოცპროპაგანდა,

ამაზე უარესი არ ვიცი რაღა უნდა იყოს.

ps სულელური "პარტიებო თქვენთან კი არ გამოსულა ხალხი" და მსგავსი ბოღმის თუ იდიოტიზმის გამოვლინებები უინტერესოა და პასუხის ღირსადაც არ ვთვლი", - წერს გვარამია.

28 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის არ ყოფილან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.

ასევე, აქციაზე იყო გაშლილი ბანერი ბიძინა ივანიშვილის და მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით და წარწერით -" ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა", რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და მოქალაქეების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აღნიშნულს პროვოკაცია უწოდეს და "ოპოზიციის ალიანსისგან" მოითხოვეს პოზიციის დაფიქსირება - ემიჯნებიან თუ არა მომხდარს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურინიკა გვარამია - არაა პოლიტიკა "თავისუფალი ფორვარდების" სათარეშო ასპარეზი - ის, რომ გუშინდელი დიდებული აქციის ნაცვლად დღეს ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს, ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება, ამაზე უარესი არ ვიცი რაღა უნდა იყოს
  2. პირველი არხისამთავრობონიკა გვარამია – პასუხისმგებლიან ლიდერებს არ აქვთ უფლება, ეგოისტურად იყელყელაონ, გუშინდელი დიდებული აქციის ნაცვლად, დღეს რომ ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს, ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს
  3. იმედინიუსისამთავრობონიკა გვარამია ოპოზიციის დაპირისპირებაზე: ის, რომ დღეს ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება, ამაზე უარესი არ ვიცი, რაღა უნდა იყოს
  4. POSTVსამთავრობონიკა გვარამია ოპოზიციის დაპირისპირებაზე: “ის, რომ დღეს ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება, ამაზე უარესი არ ვიცი, რაღა უნდა იყოს”
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჩერგოლეიშვილი: საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს, ახირებული ავტოკრატების დრო წავიდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები