"ის, რომ გუშინდელი დიდებული აქციის ნაცვლად დღეს ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს; რომ დღეს ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება, ამაზე უარესი არ ვიცი რაღა უნდა იყოს" - ნიკა გვარამია
თავისუფლების მოედანზე გამართული აქციის შემდეგ ოპოზიციურ ჯგუფებს შორის ურთიერთბრალდებები გამწვავდა; ნიკა გვარამიას განცხადებით, ერთიანობის ნაცვლად განხეთქილების განხილვაზე უარესი არაფერია.
თავისუფლების მოედანზე დაწყებული დაპირისპირება ოპოზიციაში შეურაცხყოფისა და ურთიერთბრალდებების მორიგ სერიად იქცა. ის, რაც ერთმანეთს აქციაზე დააკლეს, მოგვიანებით სხვადასხვა პლატფორმიდან უთხრეს.
ჩერგოლეიშვილისთვის სააკაშვილი პოლიტიკური ლეში, "ნაციონალები" კი კერპთაყვანისმცემლები არიან. სააკაშვილის გუნდისთვის თავად ჩერგოლეიშვილია ნაძირალა, მავნებელი, არაადეკვატური და ხისთავიანი.
"ნაციონალურ მოძრაობას" დამატებითი პრეტენზიებიც აქვს - ანა წითლიძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან ითხოვს პასუხს, ვინ და რატომ ჩამოართვა სააკაშვილის პარტიას აქციაზე სიტყვით გამოსვლის უფლება.
მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერი. ნიკა გვარამიას თქმით, გუშინიდელი ერთობის ნაცვლად დღეს საზოგადოება ოპოზიციაში არსებულ განხეთქილებაზე საუბრობს, რაც სამწუხარო ფაქტია.
"ის, რომ გუშინდელი დიდებული აქციის ნაცვლად დღეს ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს; ის რომ დღეს ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება; ის, რომ ამას არ დაჭირვებია არც ქოცი და არც ქოცპროპაგანდა, ამაზე უარესი არ ვიცი რაღა უნდა იყოს.
P.S. სულელური "პარტიებო თქვენთან კი არ გამოსულა ხალხი" და მსგავსი ბოღმის თუ იდიოტიზმის გამოვლინებები უინტერესოა და პასუხის ღირსადაც არ ვთვლი", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…