პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ნიკა გვარამია ოპოზიციის დაპირისპირებაზე: ის, რომ დღეს ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება, ამაზე უარესი არ ვიცი, რაღა უნდა იყოს

ნაციონალური მოძრაობაფედერალისტები

ნიკა გვარამია ოპოზიციის შიდა დაპირისპირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ერთიანობის ნაცვლად განხეთქილების ხილვაზე უარესი არაფერია. თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე დაწყებული დაპირისპირება სოციალურ ქსელში გაგრძელდა.

ნიკა გვარამია ოპოზიციის დაპირისპირებაზე: ის, რომ დღეს ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება, ამაზე უარესი არ ვიცი, რაღა უნდა იყოს
იმედინიუსი

პარტია „ახლის“ ლიდერი ნიკა გვარამია გუშინდელ აქციაზე განვითარებულ მოვლენებსა და ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში პოსტით ეხმიანება.

„ის, რომ დღეს ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება, ამაზე უარესი არ ვიცი, რაღა უნდა იყოს.

ps სულელური „პარტიებო, თქვენთან კი არ გამოსულა ხალხი“ და მსგავსი ბოღმის თუ იდიოტიზმის გამოვლინებები უინტერესოა და პასუხის ღირსადაც არ ვთვლი“, - წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, 28 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გუშინ საღამოს დაიწყო. აქციაზე კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით პლაკატმა, რომელზეც დატანილი იყო წარწერა: „ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“.

28 ნოემბერს ოპოზიციის აქციაზე დაწყებული დაპირისპირება სოციალურ ქსელში გაგრძელდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ დაწერა, რომ აქციაზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს. მოგვიანებით „ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ასევე სოციალურ ქსელში „ნაცმოძრაობის“ წევრებს მიმართა: „დიახ, კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება. ან გაიაზრებთ და თქვენს მაოხრებელ პოლიტიკურ ლეშს ცხვირებში არ შეგვთხრით. ანაც გზავნილი იქნება, რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“.

ცნობისთვის, 28 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გუშინ საღამოს დაიწყო. აქციაზე კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით პლაკატმა, რომელზეც დატანილი იყო წარწერა: „ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურინიკა გვარამია - არაა პოლიტიკა "თავისუფალი ფორვარდების" სათარეშო ასპარეზი - ის, რომ გუშინდელი დიდებული აქციის ნაცვლად დღეს ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს, ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება, ამაზე უარესი არ ვიცი რაღა უნდა იყოს
  2. ფორმულაოპოზიციურიგვარამიას თქმით, "ფედერალისტების" ბანერით გამოწვეულ სკანდალს "ახალი" გუნდურად განიხილავს
  3. პირველი არხისამთავრობონიკა გვარამია – პასუხისმგებლიან ლიდერებს არ აქვთ უფლება, ეგოისტურად იყელყელაონ, გუშინდელი დიდებული აქციის ნაცვლად, დღეს რომ ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს, ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს
  4. POSTVსამთავრობონიკა გვარამია ოპოზიციის დაპირისპირებაზე: “ის, რომ დღეს ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება, ამაზე უარესი არ ვიცი, რაღა უნდა იყოს”
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თამარ ჩერგოლეიშვილი აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: დიახ კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები