პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ნიკა გვარამია – პასუხისმგებლიან ლიდერებს არ აქვთ უფლება, ეგოისტურად იყელყელაონ, გუშინდელი დიდებული აქციის ნაცვლად, დღეს რომ ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს, ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს

ნაციონალური მოძრაობაფედერალისტები

ნიკა გვარამიას განცხადებით, აქციის ნაცვლად კონფლიქტსა და განხეთქილებაზე ლაპარაკზე უარესი არაფერია და ლიდერებს საკუთარი პოზიციით ეგოისტურად ყელყელაობის უფლება არ აქვთ.

ნიკა გვარამია – პასუხისმგებლიან ლიდერებს არ აქვთ უფლება, ეგოისტურად იყელყელაონ, გუშინდელი დიდებული აქციის ნაცვლად, დღეს რომ ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს, ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს
პირველი არხი

გუშინდელი დიდებული აქციის ნაცვლად, დღეს ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს, ერთიანობის ნაცვლად, განხეთქილება იხილება, ამას არ დასჭირვებია არც „ქოცი“ და არც ქოცპროპაგანდა – ამაზე უარესი არ ვიცი, რაღა უნდა იყოს, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გვარამია აღნიშნავს, პასუხისმგებლიან გუნდურ მოთამაშეებს, მით უმეტეს, ლიდერებს, არ აქვთ უფლება, „ეგოისტურად იყელყელაონ საკუთარი პოზიციით“.

„მეგობრებო, ბუნებრივია, „ახალი“ გამოეხმაურება გუშინდელ ფაქტს.

უბრალოდ, ნაჩქარევ ფბ სტატუსებს მიჩვეულ ხალხს მინდა, ვუთხრა, რომ ბევრი ადამიანის ბევრი აზრი როცა იკვეთება (შინაარსთან და ფორმასთანაც დაკავშირებით), პასუხისმგებლიან გუნდურ მოთამაშეებს და, მით უმეტეს, ლიდერებს, არ აქვთ უფლება, ავტონომია გამოაცხადონ და ეგოისტურად იყელყელაონ საკუთარი პოზიციით.

პოლიტიკაც, ტელევიზიაც და ყველა სხვა სფერო, სადაც მიმუშავია, გუნდური იყო. და გუნდურ ფორმატში ასე არ ხდება. გუნდურობა ზუსტად ისაა, რასაც მე მთელი ცხოვრება თანამშრომლობის მთავარ და ძალიან გასაფრთხილებელ ფორმად მივიჩნევ. და კი, განსაკუთრებით ამგვარ ვითარებებში გასაფრთხილებელი სწორედ რომ ჩემი პოლიტიკური გუნდია ჩემთვის – იდესიადმი ერთგული და საქმის მიმართ პასუხისმგებლიანი ადამიანების ერთობა.

ჩემი რწმენით, არაა პოლიტიკა „თავისუფალი ფორვარდების“ სათარეშო ასპარეზი და სწორედ ამ რწმენით შევქმენი პარტია და სწორედ ამ რწმენით ვმოქმედებ, მიუხედავად იმისა, რომ სულ არ მიჭირს განსხვავებულად მოქმედება, მერწმუნეთ. ეს ჩემი სრულიად გაცნობიერებული და პრინციპული არჩევანია, და არც თუ ისე მარტივი, მინდა გითხრათ.

ის, რომ გუშინდელი დიდებული აქციის ნაცვლად, დღეს ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს;

ის, რომ დღეს ერთიანობის ნაცვლად, განხეთქილება იხილება;

ის, რომ ამას არ დაჭირვებია არც ქოცი და არც ქოცპროპაგანდა,

ამაზე უარესი არ ვიცი, რაღა უნდა იყოს.

ps სულელური „პარტიებო, თქვენთან კი არ გამოსულა ხალხი“ და მსგავსი ბოღმის, თუ იდიოტიზმის გამოვლინებები უინტერესოა და პასუხის ღირსადაც არ ვთვლი“, – წერს ნიკა გვარამია.

28 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა. აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სიტყვით არ გამოსულა. გარდა ამისა, თავისუფლების მოედანზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელთა ორგანიზებით აქცია გაიმართა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გამოიწვია აქციის ერთ-ერთი მონაწილის ბანერმა, რომელზეც ერთდროულად იყვნენ გამოსახული მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. აქციის მონაწილეს, რომელსაც ბანერი ეჭირა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა მიმართა: „პროვოკატორი ხარ?!“ როგორც ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე პროვოკაცია მოხდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურინიკა გვარამია - არაა პოლიტიკა "თავისუფალი ფორვარდების" სათარეშო ასპარეზი - ის, რომ გუშინდელი დიდებული აქციის ნაცვლად დღეს ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს, ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება, ამაზე უარესი არ ვიცი რაღა უნდა იყოს
  2. ფორმულაოპოზიციურიგვარამიას თქმით, "ფედერალისტების" ბანერით გამოწვეულ სკანდალს "ახალი" გუნდურად განიხილავს
  3. იმედინიუსისამთავრობონიკა გვარამია ოპოზიციის დაპირისპირებაზე: ის, რომ დღეს ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება, ამაზე უარესი არ ვიცი, რაღა უნდა იყოს
  4. POSTVსამთავრობონიკა გვარამია ოპოზიციის დაპირისპირებაზე: “ის, რომ დღეს ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება, ამაზე უარესი არ ვიცი, რაღა უნდა იყოს”
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ფავლენიშვილი – წინააღმდეგობაში მყოფ არცერთ პოლიტიკურ გუნდს არ აქვს ფუფუნება, „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუპირისპირდეს, მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს, ვინ უჭერს მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოშორებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები