ნიკა გვარამია - არაა პოლიტიკა "თავისუფალი ფორვარდების" სათარეშო ასპარეზი - ის, რომ გუშინდელი დიდებული აქციის ნაცვლად დღეს ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს, ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება, ამაზე უარესი არ ვიცი რაღა უნდა იყოს
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პოლიტიკა „თავისუფალი ფორვარდების“ სათარეშო ასპარეზი არ არის და აქციის შემდეგ ერთიანობის ნაცვლად განხეთქილების წარმოქმნაზე უარესი არაფერია.

არაა პოლიტიკა „თავისუფალი ფორვარდების“ სათარეშო ასპარეზი - ასე ეხმაურება ნიკა გვარამია გუშინდელი აქციის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.
ნიკა გვარამია გუშინდელი აქციის შემდეგ ოპოზიციურ ველზე წარმოქმნილ აზრთა სხვადასხვაობას „ფეისბუქზე“ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გუნდურ მოთამაშეებს და ლიდერებს, არ აქვთ უფლება, ავტონომია გამოაცხადონ და „ეგოისტურად იყელყელაონ’ საკუთარი პოზიციით.
გვარამია იმასაც აღნიშნავს, რომ ის, რომ გუშინდელი აქციის ნაცვლად, დღეს ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს; რომ დღეს ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება - ამაზე უარესი არაფერია.
“მეგობრებო, ბუნებრივია, "ახალი" გამოეხმაურება გუშინდელ ფაქტს.
უბრალოდ, ნაჩქარევ “ფბ” სტატუსებს მიჩვეულ ხალხს მინდა ვუთხრა, რომ ბევრი ადამიანის ბევრი აზრი როცა იკვეთება (შინაარსთან და ფორმასთანაც დაკავშირებით), პასუხისმგებლიან გუნდურ მოთამაშეებს და, მით უმეტეს, ლიდერებს, არ აქვთ უფლება, ავტონომია გამოაცხადონ და ეგოისტურად იყელყელაონ საკუთარი პოზიციით.
პოლიტიკაც, ტელევიზიაც და ყველა სხვა სფერო, სადაც მიმუშავია, გუნდური იყო. და გუნდურ ფორმატში ასე არ ხდება. გუნდურობა ზუსტად ისაა, რასაც მე მთელი ცხოვრება თანამშრომლობის მთავარ და ძალიან გასაფრთხილებელ ფორმად მივიჩნევ. და კი, განსაკუთრებით გასაფრთხილებელი და განსაკუთრებით ამგვარ ვითარებებში სწორედ რომ ჩემი პოლიტიკური გუნდია ჩემთვის - იდეისადმი ერთგული და საქმის მიმართ პასუხისმგებლობიანი ადამიანების ერთობა.
ჩემი რწმენით, არაა პოლიტიკა "თავისუფალი ფორვარდების" სათარეშო ასპარეზი და სწორედ ამ რწმენით შევქმენი პარტია და სწორედ ამ რწმენით ვმოქმედებ, მიუხედავად იმისა, რომ სულ არ მიჭირს განსხვავებულად მოქმედება, მერწმუნეთ. ეს ჩემი სრულიად გაცნობიერებული და პრინციპული არჩევანია, და არც თუ ისე მარტივი, მინდა გითხრათ.
ის, რომ გუშინდელი დიდებული აქციის ნაცვლად დღეს ყველა კონფლიქტზე ლაპარაკობს;
ის რომ დღეს ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება;
ის, რომ ამას არც დაჭირვებია არც ქოცი და არც ქოცპროპაგანდა;
ამაზე უარესი არ ვიცი რაღა უნდა იყოს.
Ps. სულელური "პარტიებო თქვენთან კი არ გამოსულა ხალხი" და მსგავსი ბოღმის თუ იდიოტიზმის გამოვლინებები უინტერესოა და პასუხის ღირსადაც არ ვთვლი”, - წერს გვარამია.
ცნობისთვის, 28 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის არ ყოფილან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. გარდა ამისა, აქციაზე იყო გაშლილი ბანერი, რომელზეც დატანილი იყო, როგორც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, ასევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსახულება წარწერით: "არა! ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა", რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მოქალაქეების ნაწილის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მომხდარს "გამიზნული პროვოკაცია" უწოდეს და „ოპოზიციის ალიანსისგან“ მოითხოვეს, ღიად დააფიქსირონ პოზიცია, ემიჯნებიან თუ არა მომხდარს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…