პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

აბსოლუტურად არ აქვთ საზოგადოებისგან მხარდაჭერა, ორ თვეზე მეტი ემზადებოდნენ ამ აქციისთვის და 7 000 ადამიანს ძლივს მოუყარეს თავი - აკაკი ალადაშვილი ოპოზიციაზე

ნაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტი

აკაკი ალადაშვილის მტკიცებით, ოპოზიციას საზოგადოებისგან მხარდაჭერა არ აქვს, ორ თვეზე მეტი ემზადებოდა აქციისთვის და 7 000 ადამიანს ძლივს მოუყარა თავი.

აბსოლუტურად არ აქვთ საზოგადოებისგან მხარდაჭერა, ორ თვეზე მეტი ემზადებოდნენ ამ აქციისთვის და 7 000 ადამიანს ძლივს მოუყარეს თავი - აკაკი ალადაშვილი ოპოზიციაზე
რუსთავი 2

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციის აქცია იყო მორიგი ლუსტრაცია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" და მასთან დაკავშირებულ პარტიებს ქვეყნის შიგნით მხარდამჭერები არ ჰყავთ. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების თქმით, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საზოგადოებისთვის ქვეყნის გარედან წახალისებული რევოლუციური სცენარები - პარლამენტის ბოიკოტი, შტურმი საკანონმდებლო ორგანოსა თუ პრეზიდენტის სასახლეზე, კატეგორიულად მიუღებელია.

მათივე თქმით, სწორად ამიტომ ვეღარ გამოჰყავს ოპოზიციას საკუთარი მხარდამჭერები თვეებით ადრე დაანონსებულ აქციაზეც.

"აბსოლუტურად არ აქვთ საზოგადოებისგან მხარდაჭერა და ეს იმიტომ, რომ ორ თვეზე მეტი ემზადებოდნენ ამ აქციისთვის და 7 000 ადამიანს ძლივს მოუყარეს თავი. აჩვენა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან უცხოურ დაფინანსებაზე, როგორც აგენტები.

თვალთმაქცობენ, რომ ცდილობენ რაღაცნაირად გამოეყონ მიხეილ სააკაშვილს, იმიტომ, რომ იციან, მიხეილ სააკაშვილი ქართული საზოგადოების თვალში ძალიან დაზიანებული არის და ეს ყალბი მცდელობა არის. სინამდვილეში მათი ლიდერი და მათი ბელადი არის მიხეილ სააკაშვილი. ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით ჩვენ და საზოგადოებამ იცის პირველ რიგში და აი, ეს რაღაც ხელოვნური გამიჯვნები მისგან არანაირად არ გამოუვათ", - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"აბსოლუტურად ვერ თანაუგრძნობენ ქართველ ხალხს და შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ გამოხატავს მათ იმ ძალიან მძიმე მდგომარეობას, რაშიც ყველა ერთად იმყოფებიან" - აკაკი ალადაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები