ჩერგოლეიშვილი: საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს, ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა
თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ყველა აქციაზე, სადაც სააკაშვილის პლაკატებს გამოაჩენენ, გაიშლება ბანერი, რომ „საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს“. თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე გამოჩენილ მსგავს ბანერს „ნაციონალურ მოძრაობაში“ პროვოკაცია უწოდეს.

"ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი გუშინდელ აქციას გამოეხმაურა.
"აბსოლუტურად ყველა აქციაზე, სადაც სააკაშვილის პლაკატებს ცხვირში შეგვთხრიან, აფრიალდება ბანერები, სადაც ვიტყვით, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს და რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა.
ესაა ჩვენი გზავნილი.
ეს გვჭირდება გასამარჯვებლად.
და დიახ, კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება.
ანუ გადაგასწრებთ ხმაურით და ხმაური იქნება იმაზე, რაზეც ჩვენ გვინდა და სწორი გვგონია.
დიახ, საქართველო ივანიშვილის გარეშე არ ნიშნავს მიშას.
ან გაიაზრებთ და თქვენს მაოხრებელ პოლიტიკურ ლეშს ცხვირებში არ შეგვთხრით. ანდაც გზავნილი იქნება, რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა. და ეს გზავნილი უფრო გახმაურდება თქვენივე დახმარებით.
დაიმახსოვრეთ - თქვენი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი იწყება", - წერს ჩერგოლეიშვილი.
28 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის არ ყოფილან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.
ასევე, აქციაზე იყო გაშლილი ბანერი ბიძინა ივანიშვილის და მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით და წარწერით -" ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა", რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და მოქალაქეების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აღნიშნულს პროვოკაცია უწოდეს და "ოპოზიციის ალიანსისგან" მოითხოვეს პოზიციის დაფიქსირება - ემიჯნებიან თუ არა მომხდარს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიათამარ ჩერგოლეიშვილი – კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება, ან თქვენს პოლიტიკურ ლეშს ცხვირებში არ შეგვთხრით, ანაც გზავნილი იქნება, რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა
თამარ ჩერგოლეიშვილი - ყველა აქციაზე, სადაც სააკაშვილის პლაკატებს ცხვირში „შეგვთხრიან“, აფრიალდება ბანერები, სადაც ვიტყვით, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს და ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა - ეს გვჭირდება გასამარჯვებლად
,, დიახ, საქართველო ივანიშვილის გარეშე არ ნიშნავს მიშას” – ჩერგოლეიშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: დიახ კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…