კობახიძე: საქართველოს ტერიტორიის 18%-ია ოკუპირებული და არა 20%
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიის 18%-ია ოკუპირებული და არა 20%, ხოლო დამრგვალებული მაჩვენებლის დამკვიდრება მან წინა ხელისუფლების გულგრილ დამოკიდებულებას დაუკავშირა.

პოდკასტები
ახალი ამბები
კობახიძე: საქართველოს ტერიტორიის 18%-ია ოკუპირებული და არა 20%
ნოემბერი 29, 2026
მოგვნიშნე Google-ში

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიის 18%-ია ოკუპირებული. მისი თქმით, 20% დამრგვალებული მაჩვენებელია, რომლის დამკვიდრებაც მან წინა ხელისუფლებას დაუკავშირა.
„რაც შეეხება იმას, თუ რამდენი პროცენტია ოკუპირებული: ნუ, ჩვენ ვიცით, ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, თუ უფრო ზუსტად გაინტერესებთ, 18%-ია მაჩვენებელი – ესეც თავის დროზე რატომ დაამრგვალეს, არ ვიცი. როცა საქმე ეხება დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ, მე მგონი არ უნდა ამრგვალებდე ოკუპირებულ ტერიტორიებს“, – თქვა კობახიძემ.
„ამას არსებითი მნიშვნელობა კი არა აქვს, მაგრამ 20% მოგვყვება ჩვენ წლებია, და ესეც გულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ვინ ჩივის 20%-ს და 18%-ს შორის განსხვავებას – ქვების გროვას უწოდებდა პირდაპირ წინა ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი დაკარგულ სოფლებს ცხინვალის რეგიონში“, – განაცხადა მან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიაცნობილი გამონათქვამია, რომ ქვეყნის 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, 18%-ია - ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე: ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული, რეალურად, 18%-ია მაჩვენებელი, თავის დროზე რატომ დაამრგვალეს, არ ვიცი. როცა საქმე ეხება დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ, მგონი, არ უნდა ამრგვალებდე ოკუპირებულ ტერიტორიებს, ესეც გულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას, ქვების გროვას უწოდებდა პირდაპირ წინა ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი დაკარგულ სოფლებს ცხინვალის რეგიონში
პრემიერი: ცნობილი გამონათქვამია, რომ 20%-ია ოკუპირებული, რეალურად, 18%-ია მაჩვენებელი, თავის დროზე რატომ დაამრგვალეს, არ ვიცი...ესეც გულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს - ქვების გროვას უწოდებდა წინა ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი დაკარგულ სოფლებს
ირაკლი კობახიძე - ცნობილი გამონათქვამია, რომ 20%-ია ოკუპირებული, რეალურად, 18%-ია მაჩვენებელი, თავის დროზე რატომ დაამრგვალეს, არ ვიცი
კობახიძე ირწმუნება, რომ რუსეთს 18% აქვს ოკუპირებული და არა 20%
კობახიძე ამტკიცებს, რომ რუსეთს საქართველოს 18% აქვს ოკუპირებული და არა 20%
საქართველოს ტერიტორიის 18%-ია ოკუპირებული და არა 20% - კობახიძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…