პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ტერიტორიის 18%-ია ოკუპირებული და არა 20% - კობახიძე

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

კობახიძის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ნაცვლად რეალურად 18%-ია ოკუპირებული და წინა ხელისუფლებას რიცხვის დამრგვალებაში ადანაშაულებს. სალომე ზურაბიშვილმა მას უპასუხა და მმართველი ძალა „რუსულ რეჟიმად“ მოიხსენია.

საქართველოს ტერიტორიის 18%-ია ოკუპირებული და არა 20% - კობახიძე
რადიო თავისუფლება

„რაც შეეხება იმას, თუ რამდენი პროცენტია ოკუპირებული: ნუ, ჩვენ ვიცით, ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, თუ უფრო ზუსტად გაინტერესებთ, 18%-ია მაჩვენებელი - ესეც თავის დროზე რატომ დაამრგვალეს, არ ვიცი. როცა საქმე ეხება დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ, მე მგონი არ უნდა ამრგვალებდე ოკუპირებულ ტერიტორიებს“, - თქვა კობახიძემ.

„ამას არსებითი მნიშვნელობა კი არა აქვს, მაგრამ 20% მოგვყვება ჩვენ წლებია, და ესეც გულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ვინ ჩივის 20%-ს და 18%-ს შორის განსხვავებას - ქვების გროვას უწოდებდა პირდაპირ წინა ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი დაკარგულ სოფლებს ცხინვალის რეგიონში“, - განაცხადა მან.

კობახიძე ასევე შეეხო ჩორჩანის მონაკვეთს, სადაც, მისი თქმით, საოკუპაციო ხაზი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრებს სცდება.

„რაც შეეხება იმას, გაფართოვდა თუ არა ტერიტორიული ინტერვენცია, ოკუპაცია - რეალურად გვაქვს ასეთი ვითარება: არსებითად მიჰყვება ეს მავთულხლართები და ე.წ. საზღვარი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრებს, ძველი რუკით ახორციელებენ, ასე ვთქვათ, მავთულხლართების გავლებას, და, სამწუხაროდ, გვაქვს ერთი მონაკვეთი - ეს არის სწორედ ჩორჩანის მონაკვეთი, სადაც კილომეტრებით არიან შემოწეული ჩვენს ტერიტორიაზე ცხინვალის რეგიონის მიღმა. [...] ესეც არის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა“, - თქვა კობახიძემ.

მის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„კარგად დაითვალა, ხომ? იცის კიდევ დათვლა, თუ რამე იცის?! ჩვენ ვიცით, ქვეყნის რა ნაწილია ოკუპირებული, ვიცით, რამდენად რუსული რეჟიმი მართავს დღეს, ვინ მართავს რეალურად საქართველოს“, - თქვა ზურაბიშვილმა.

„ქართული ოცნება“ 2008 წლის ომზე პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს, ჩორჩანასთან ტერიტორიის დაკარგვაზე კი - ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. თავად გახარია აცხადებს, რომ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსებით საქართველომ თავიდან აიცილა დამატებითი ტერიტორიის დაკარგვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. BM.GEოპოზიციურიცნობილი გამონათქვამია, რომ ქვეყნის 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, 18%-ია - ირაკლი კობახიძე
  2. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული, რეალურად, 18%-ია მაჩვენებელი, თავის დროზე რატომ დაამრგვალეს, არ ვიცი. როცა საქმე ეხება დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ, მგონი, არ უნდა ამრგვალებდე ოკუპირებულ ტერიტორიებს, ესეც გულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას, ქვების გროვას უწოდებდა პირდაპირ წინა ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი დაკარგულ სოფლებს ცხინვალის რეგიონში
  3. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: ცნობილი გამონათქვამია, რომ 20%-ია ოკუპირებული, რეალურად, 18%-ია მაჩვენებელი, თავის დროზე რატომ დაამრგვალეს, არ ვიცი...ესეც გულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს - ქვების გროვას უწოდებდა წინა ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი დაკარგულ სოფლებს
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე - ცნობილი გამონათქვამია, რომ 20%-ია ოკუპირებული, რეალურად, 18%-ია მაჩვენებელი, თავის დროზე რატომ დაამრგვალეს, არ ვიცი
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურიკობახიძე ირწმუნება, რომ რუსეთს 18% აქვს ოკუპირებული და არა 20%
  6. TV პირველიოპოზიციურიკობახიძე ამტკიცებს, რომ რუსეთს საქართველოს 18% აქვს ოკუპირებული და არა 20%
  7. ალიაოპოზიციურიკობახიძე: საქართველოს ტერიტორიის 18%-ია ოკუპირებული და არა 20%
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - კარგად დაითვალა? იცის დათვლა, თუ რამე იცის?! ჩვენ ვიცით, რამდენი ნაწილია ოკუპირებული და ვიცით, რამდენად რუსული რეჟიმი მართავს ქვეყანას - დაშლილია რეჟიმი, კორუფციაში ჩაფლული და იზოლაციაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები