პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ლადო სადღობელაშვილი: უცხოქვეყნის მანქურთებად ქცეულ დაქირავებულ ოპოზიციაში საქმე ასეა - როგორც კი იკლებს დაფინანსება, პირდაპირპროპორციულად იკლებს ხალხის რაოდენობა! ამას ემატება შიდა დაპირისპირებები, რაც გუშინ ნათლად გამოჩნდა. "მიშას პლაკატი ვერ გაშალეს"

საკონსტიტუციო სასამართლო

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ 28 ნოემბრის აქციაზე ხალხის მობილიზება ვერ შეძლო, დაფინანსების კლებასთან ერთად მონაწილეთა რაოდენობა შემცირდა და შიდა დაპირისპირებები გამოჩნდა.

ლადო სადღობელაშვილი: უცხოქვეყნის მანქურთებად ქცეულ დაქირავებულ ოპოზიციაში საქმე ასეა - როგორც კი იკლებს დაფინანსება, პირდაპირპროპორციულად იკლებს ხალხის რაოდენობა! ამას ემატება შიდა დაპირისპირებები, რაც გუშინ ნათლად გამოჩნდა. "მიშას პლაკატი ვერ გაშალეს"
რუსთავი 2

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი 28 ნოემბერს გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ორთვიანი მზადებისა და ხმაურიანი განცხადებების მიუხედავად, ოპოზიციამ საზოგადოების მობილიზება ვერ შეძლო.

მისი შეფასებით, პიარკამპანიამ და სოციალურ ქსელებში ატეხილმა ხმაურმა რეალური შედეგი ვერ გამოიღო, ხოლო აქციაზე ოპოზიციურ სპექტრში არსებული შიდა დაპირისპირებებიც გამოჩნდა.

მისივე თქმით, ხალხის რაოდენობაც არ არის მთავარი, როგორც ამას გუშინ გვარამია გვაუწყებდა, აქ მთავარია პოლიტიკური რეალობა! ხალხს არ სჯერა ამ პოლიტიკური ნაგვის.

"ასეა როდესაც სააკაშვილის ნატეხი, პოლიტიკურად გაცამტვერებული, მორალურად დაცემული და პატრონისგან მივიწყებული ნიკა გვარამია და თამარ ჩერგოლეიშვილი აქციას გვიანონსებენ…!

- ხალხის მდინარე ვერა,მაგრამ ჰორიზონტზე ნაკადული ჩანდა, ნაკადული რომელიც წუთებში გაიწოვა და გაქრა!

- ორი თვე გვიანონსებდნენ აქციებს, რომელიც საბოლოოდ ძალიან მცირერიცხოვან შეკრებად იქცა! ხმამაღალი განცხადებებისა და პიარტექნოლოგიების მიუხედავად ანგაჟირებულმა ოპოზიციამ ხალხის შეკრება ვერ შეძლო! სოცქსელებში ხმაური ვერ ცვლის საზოგადოების რეალურ განწყობას, ხოლო მუდმივი მუქარა ვერ ანაცვლებს პოლიტიკურ დღის წესრიგს!

- უცხო ქვეყნის მანქურთებად ქცეულ დაქირავებულ ოპოზიციაში საქმე ასეა - როგორც კი იკლებს დაფინანსება, პირდაპირ პროპორციულად იკლებს ხალხის რაოდენობა! ამას ემატება ოპოზიციურ სპექტრში შიდა დაპირისპირებები, რაც გუშინ ნათლად გამოჩნდა. “მიშას პლაკატი ვერ გაშალეს…”

- ფაქტია, რომ რადიკალების მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგი მოსახლეობისთვის მიუღებელია!

სად არის დაანონსებული სიურპრიზები სად არის ზღვა ხალხი ? სად არის და ლიდერების ჯიბეში!

- აქ ხალხის რაოდენობაც არ არის მთავარი, როგორც ამას გუშინ გვარამია გვაუწყებდა, აქ მთავარია პოლიტიკური რეალობა! ხალხს არ სჯერა ამ პოლიტიკური ნაგვის! მოსახლეობაში ნდობა დაკარგულებს ისღა დაგრჩენიათ საკონსტიტუციო სასამართლომაც დაგასვათ საბოლოო ლურსმანი და ეგ არის!" - წერს სადღობელაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოლადო სადღობელაშვილი: „უცხოქვეყნის მანქურთებად ქცეულ დაქირავებულ ოპოზიციაში საქმე ასეა – როგორც კი იკლებს დაფინანსება, პირდაპირ პროპორციულად იკლებს ხალხის რაოდენობა! ამას ემატება ოპოზიციურ სპექტრში შიდა დაპირისპირებები, რაც გუშინ ნათლად გამოჩნდა. “მიშას პლაკატი ვერ გაშალეს”
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გია აბაშიძე: ორი თვე საქართველოს მასშტაბით მობილიზაციას მოანდომეს, დაახლოებით 7 000 ადამიანი შეკრიბეს და აქცია სულ რაღაც 30 წუთში დაიშალა. ეს არის ნაცრადიკალების 28 ნოემბრის "გრანდიოზული" აქციის მრავლისმთქმელი შეჯამებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები