პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ზურაბ ჯაფარიძე - გუშინ ბევრმა, ქუჩაში თუ სახლში, ხელახლა ირწმუნა, რომ გამარჯვება შესაძლებელია და ის შეიძლება, არც ისე შორს იყოს - მე ბრძოლას გავაგრძელებ მხოლოდ იმათთან ერთად, ვინც ამ ყველაფერს ჩემსავით ხედავს, გრძნობს და ვისაც მიზანი მთავარ მტერზე აქვს გასწორებული

კოალიცია ცვლილებისთვის

ზურა-გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, საპროტესტო აქციაზე ხალხის გამოსვლა ადასტურებს, რომ ქვეყანა არ გარუსდება. მისი თქმით, ბრძოლას მხოლოდ მათთან ერთად გააგრძელებს, ვისაც მიზანი მთავარ მტერზე აქვს გასწორებული.

ზურაბ ჯაფარიძე - გუშინ ბევრმა, ქუჩაში თუ სახლში, ხელახლა ირწმუნა, რომ გამარჯვება შესაძლებელია და ის შეიძლება, არც ისე შორს იყოს - მე ბრძოლას გავაგრძელებ მხოლოდ იმათთან ერთად, ვინც ამ ყველაფერს ჩემსავით ხედავს, გრძნობს და ვისაც მიზანი მთავარ მტერზე აქვს გასწორებული
ინტერპრესნიუსი

გუშინ ბევრმა, ქუჩაში თუ სახლში, ხელახლა ირწმუნა, რომ გამარჯვება შესაძლებელია და ის შეიძლება არც ისე შორს იყოს - სანამ გარეთ ვარ, მე ბრძოლას გავაგრძელებ მხოლოდ იმათთან ერთად, ვინც ამ ყველაფერს ჩემსავით ხედავს, გრძნობს და ვისაც მიზანი მთავარ მტერზე აქვს გასწორებული , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა-გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც გუშინ გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება.

მისივე თქმით, უსამართლობის განცდა, ბრაზი და ცვლილების სურვილი არსად წასულა.

„გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე.

ამდენი ადამიანის გამოსვლა ქუჩაში, იმის ფონზე რა ტერორის ატმოსფეროცაა ქვეყანაში, რა ტიპის და რა რაოდენობის რეპრესიული კანონმდებლობაც ‘მიიღეს’ და რამდენი ასეული მილიონიც დახარჯეს ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს კიდევ ერთხელ - ეს ქვეყანა არ გარუსდება და აუცილებლად გახდება თავისუფალი, დემოკრატიული სამყაროს ნაწილი.

უსამართლობის განცდა, ბრაზი და ცვლილების სურვილი არსად წასულა

გუშინ ყველა, მარშის მონაწილე თუ მანქანაში მჯდომი, იყო ბედნიერი, გაოცებული, აღფრთოვანებული, დაიმედებული.

გუშინ ბევრმა, ქუჩაში თუ სახლში, ხელახლა ირწმუნა, რომ გამარჯვება შესაძლებელია და ის შეიძლება არც ისე შორს იყოს.

სანამ გარეთ ვარ, მე ბრძოლას გავაგრძელებ მხოლოდ იმათთან ერთად, ვინც ამ ყველაფერს ჩემსავით ხედავს, გრძნობს და ვისაც მიზანი მთავარ მტერზე აქვს გასწორებული“,-წერს ჯაფარიძე.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ოპოზიციის ალიანსი“ – 28 ნოემბერს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით თსუ-სთან და ეს უბრალოდ სიმბოლური შეკრება არ არის, კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყანა არა ერთ რუს ოლიგარქს, არამედ ქართველ ხალხს ეკუთვნის – ეს არ არის პარტიული დღე, ეს დღე შექმნა ხალხმაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები