პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: “რაც შეეხება ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, მდგომარეობა არის ურთულესი, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%. ეს არ არის ჩვენ მიერ შექმნილი მოცემულობა, გადმოვიბარეთ მემკვიდრეობით, აქედან გამომდინარე, გვჭირდება თანმიმდევრული მიდგომით, მოთმინებით მუშაობა. ეს არის საკვანძო პრინციპული საკითხი, რაზეც მუდმივად დავაფიქსირებთ პრინციპულ პოზიციას”

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართულ-რუსულ ურთიერთობებში მდგომარეობა ურთულესია, რადგან რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, რაც ქვეყანამ მემკვიდრეობით გადმოიბარა.

პრემიერი: “რაც შეეხება ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, მდგომარეობა არის ურთულესი, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%. ეს არ არის ჩვენ მიერ შექმნილი მოცემულობა, გადმოვიბარეთ მემკვიდრეობით, აქედან გამომდინარე, გვჭირდება თანმიმდევრული მიდგომით, მოთმინებით მუშაობა. ეს არის საკვანძო პრინციპული საკითხი, რაზეც მუდმივად დავაფიქსირებთ პრინციპულ პოზიციას”
POSTV

“რაც შეეხება ზოგადად ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, მდგომარეობა არის ურთულესი, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%. ეს არის საწყისი წერტილი, რაც მემკვიდრეობით გადმოვიბარეთ ჩვენ, სამწუხაროდ. ეს არ არის ჩვენ მიერ შექმნილი მოცემულობა. ეს მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ ჩვენ მემკვიდრეობით, რაც ძალიან მძიმე მოცემულობაა”, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

„რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული, ე.წ. აღიარება აქვს განხორციელებული, შესაბამისად, სტატუს- კვო არის უმძიმესი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება, ბუნებრივია, თანმიმდევრული მიდგომით, მოთმინებით მუშაობა.

ამ დიალოგში არის ერთი ეს საკვანძო პრინციპული საკითხი, რაზეც, ბუნებრივია, ჩვენ მუდმივად დავაფიქსირებთ პრინციპულ პოზიციას და გვესმის, რომ აქ მოკლევადიან პერსპექტივაში შედეგი ვერ მიიღწევა – ეს ერთი. არის მეორე ე.წ. პოზიტიური საკითხები, რაზეც ჩვენ იმ შემთხვევაში შეიძლება წავიდეთ, თუ დავინახავთ, რომ ამის მიზანი არ არის ოპოზიციისთვის ენერგიის მიცემა, ხელისუფლების დასუსტება. ეს – მეორე. და მესამე არის ტექნიკური საკითხები, რაზეც ასევე მნიშვნელოვანია საუბარი და ამაზე გაგრძელდება დიალოგი. ამასთან დაკავშირებით უფრო ადვილია პროგრესის მიღწევა”, – აღნიშნა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – მდგომარეობა არის ურთულესი, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, გვჭირდება თანმიმდევრული მიდგომით, მოთმინებით მუშაობა
  2. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: რაც შეეხება ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, მდგომარეობა ურთულესია, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, ეს არ არის ჩვენს მიერ შექმნილი მოცემულობა, გადმოვიბარეთ მემკვიდრეობით, გვჭირდება თანმიმდევრული მიდგომით, მოთმინებით მუშაობა
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: “დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო – რუსეთი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა. თუმცა, ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ დიალოგში ხაზს განსაზღვრავს არა “დიფ სთეითი”, არამედ განისაზღვრება ხაზი ობიექტური რეალობის შესაბამისად”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები