პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული, რეალურად, 18%-ია მაჩვენებელი, თავის დროზე რატომ დაამრგვალეს, არ ვიცი. როცა საქმე ეხება დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ, მგონი, არ უნდა ამრგვალებდე ოკუპირებულ ტერიტორიებს, ესეც გულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას, ქვების გროვას უწოდებდა პირდაპირ წინა ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი დაკარგულ სოფლებს ცხინვალის რეგიონში

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიების რეალური მაჩვენებელი არა 20%, არამედ 18%-ია, ხოლო მონაცემის დამრგვალება წინა ხელისუფლების გულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. მისივე თქმით, ჩორჩანის მონაკვეთზე ოკუპანტები კილომეტრებით არიან შემოწეული.

ირაკლი კობახიძე: ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული, რეალურად, 18%-ია მაჩვენებელი, თავის დროზე რატომ დაამრგვალეს, არ ვიცი. როცა საქმე ეხება დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ, მგონი, არ უნდა ამრგვალებდე ოკუპირებულ ტერიტორიებს, ესეც გულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას, ქვების გროვას უწოდებდა პირდაპირ წინა ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი დაკარგულ სოფლებს ცხინვალის რეგიონში
იმედინიუსი

რაც შეეხება იმას, თუ რამდენი პროცენტია ოკუპირებული: ნუ, ჩვენ ვიცით, ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, თუ უფრო ზუსტად გაინტერესებთ, 18%-ია მაჩვენებელი — ესეც თავის დროზე რატომ დაამრგვალეს, არ ვიცი. როცა საქმე ეხება დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ, მე მგონი არ უნდა ამრგვალებდე ოკუპირებულ ტერიტორიებს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ესეც იმ გულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ.

„ამას არსებითი მნიშვნელობა კი არა აქვს, მაგრამ 20% მოგვყვება ჩვენ წლებია და ესეც გულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ვინ ჩივის 20%-ს და 18%-ს შორის განსხვავებას - ქვების გროვას უწოდებდა პირდაპირ წინა ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი დაკარგულ სოფლებს ცხინვალის რეგიონში. ეს მძიმე მემკვიდრეობაა.

რაც შეეხება იმას, გაფართოვდა თუ არა ტერიტორიული ინტერვენცია, ოკუპაცია - რეალურად გვაქვს ასეთი ვითარება: არსებითად მიჰყვება ეს მავთულხლართები და ე.წ. საზღვარი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრებს, ძველი რუკით ახორციელებენ, ასე ვთქვათ, მავთულხლართების გავლებას და სამწუხაროდ, გვაქვს ერთი მონაკვეთი - ეს არის სწორედ ჩორჩანის მონაკვეთი, სადაც კილომეტრებით არიან შემოწეული ჩვენს ტერიტორიაზე ცხინვალის რეგიონის მიღმა. ასეთია დღევანდელი მდგომარეობა. ძალიან რთული ვითარებაა, ესეც არის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა. აქაც მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი პოზიციები, თუმცა მემკვიდრეობა არის ძალიან მძიმე,“- განაცხადა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: ცნობილი გამონათქვამია, რომ 20%-ია ოკუპირებული, რეალურად, 18%-ია მაჩვენებელი, თავის დროზე რატომ დაამრგვალეს, არ ვიცი...ესეც გულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს - ქვების გროვას უწოდებდა წინა ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი დაკარგულ სოფლებს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე – მდგომარეობა არის ურთულესი, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, გვჭირდება თანმიმდევრული მიდგომით, მოთმინებით მუშაობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები