ცნობილი გამონათქვამია, რომ ქვეყნის 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, 18%-ია - ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის რეალურად 18%-ია ოკუპირებული და არა 20%, ხოლო რიცხვის დამრგვალება წინა ხელისუფლების გულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, რეალურად, რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის 18%-ია ოკუპირებული. მან ამის შესახებ "იმედის" ეთერში ისაუბრა.
პრემიერის განცხადებით, თავის დროზე მაჩვენებელი 20%-მდე რომ დაამრგვალეს, ეს წინა ხელისუფლების გულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.
"რაც შეეხება იმას, თუ რამდენი პროცენტია ოკუპირებული: ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, თუ უფრო ზუსტად გაინტერესებთ, 18%-ია მაჩვენებელი - ესეც თავის დროზე რატომ დაამრგვალეს, არ ვიცი. როცა საქმე ეხება დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ, მე მგონი არ უნდა ამრგვალებდე ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამას არსებითი მნიშვნელობა კი არა აქვს, მაგრამ 20% მოგვყვება ჩვენ წლებია, და ესეც გულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ვინ ჩივის 20%-ს და 18%-ს შორის განსხვავებას - ქვების გროვას უწოდებდა პირდაპირ წინა ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი დაკარგულ სოფლებს ცხინვალის რეგიონში. ეს მძიმე მემკვიდრეობაა.
რაც შეეხება იმას, გაფართოვდა თუ არა ტერიტორიული ინტერვენცია, ოკუპაცია - რეალურად გვაქვს ასეთი ვითარება: არსებითად მიჰყვება ეს მავთულხლართები და ე.წ. საზღვარი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრებს, ძველი რუკით ახორციელებენ, ასე ვთქვათ, მავთულხლართების გავლებას, და, სამწუხაროდ, გვაქვს ერთი მონაკვეთი - ეს არის სწორედ ჩორჩანის მონაკვეთი, სადაც კილომეტრებით არიან შემოწეული ჩვენს ტერიტორიაზე ცხინვალის რეგიონის მიღმა. ასეთია დღევანდელი მდგომარეობა. ძალიან რთული ვითარებაა, ესეც არის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა. აქაც მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი პოზიციები, თუმცა მემკვიდრეობა არის ძალიან მძიმე,“- განაცხადა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიაირაკლი კობახიძე: ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული, რეალურად, 18%-ია მაჩვენებელი, თავის დროზე რატომ დაამრგვალეს, არ ვიცი. როცა საქმე ეხება დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ, მგონი, არ უნდა ამრგვალებდე ოკუპირებულ ტერიტორიებს, ესეც გულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას, ქვების გროვას უწოდებდა პირდაპირ წინა ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი დაკარგულ სოფლებს ცხინვალის რეგიონში
პრემიერი: ცნობილი გამონათქვამია, რომ 20%-ია ოკუპირებული, რეალურად, 18%-ია მაჩვენებელი, თავის დროზე რატომ დაამრგვალეს, არ ვიცი...ესეც გულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს - ქვების გროვას უწოდებდა წინა ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი დაკარგულ სოფლებს
ირაკლი კობახიძე - ცნობილი გამონათქვამია, რომ 20%-ია ოკუპირებული, რეალურად, 18%-ია მაჩვენებელი, თავის დროზე რატომ დაამრგვალეს, არ ვიცი
კობახიძე ირწმუნება, რომ რუსეთს 18% აქვს ოკუპირებული და არა 20%
კობახიძე ამტკიცებს, რომ რუსეთს საქართველოს 18% აქვს ოკუპირებული და არა 20%
საქართველოს ტერიტორიის 18%-ია ოკუპირებული და არა 20% - კობახიძე
კობახიძე: საქართველოს ტერიტორიის 18%-ია ოკუპირებული და არა 20%
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…