გიორგი გახარია კაია კალასის განცხადებაზე - მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ რეჟიმი ძირს უთხრის არაღიარების პოლიტიკას, საქართველოს ნამდვილი პარტნიორები მტკიცედ იცავენ ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ არაღიარების პოლიტიკას ძირს უთხრის, მაშინ როცა ევროპელი პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტს იცავენ. მისი თქმით, ევროკავშირი სირიასთან შეთანხმების პირობად საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების არაღიარებას აყენებს.

მივესალმები ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მკაფიო განცხადებას, რომ ევროკავშირსა და სირიას შორის ასოცირების შეთანხმება მკაცრ პირობებს უნდა ითვალისწინებდეს, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებას, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
“მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ რეჟიმი აქტიურად ანგრევს საქართველოს ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებსა და მოკავშირეებთან, საკუთარი ხელით ძირს უთხრის არაღიარების პოლიტიკას, 2008 წლის ომის დაწყებაში საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს და მე, როგორც შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, სასამართლოს წინაშე მაყენებს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საპოლიციო საგუშაგოს მოწყობის გამო, რომლის მიზანიც მცოცავი ანექსიის შეჩერება იყო, საქართველოს ნამდვილი პარტნიორები აგრძელებენ ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცედ დაცვას”, - წერს გახარია.
მისი თქმით, საქართველოს ევროპელი პარტნიორები იცავენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს მაშინაც კი, როდესაც ქვეყნის მმართველი რეჟიმი მათ წინააღმდეგ მოქმედებს.
“მადლობას ვუხდი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს იმისთვის, რომ იცავენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს მაშინაც კი, როდესაც ქვეყნის მმართველი რეჟიმი მათ წინააღმდეგ მოქმედებს”, - აცხადებს გახარია.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირს სირიასთან ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით მკაფიო პირობები უნდა ჰქონდეს, მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიასირიისგან უნდა მივიღოთ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება - კაია კალასი
კაია კალასი - სირიასთან ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით მკაფიო პირობები უნდა გვქონდეს, მათ შორის არის უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება - სამუშაო ჯგუფები დეტალებზე მუშაობენ
კალასი: სირიასთან შეთანხმებაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება უნდა აისახოს
კალასის თქმით, სირიასთან EU-ს პირობებს შორის უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებაც უნდა იყოს
კაია კალასი: თუ რუსეთი ფსონს დებს ჩვენს გადაღლაზე, იმედგაცრუება მოელის
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…