ბაიბა ბრაჟემ დაკავშირებადობის სამიტში საქართველოს არმონაწილეობის გადაწყვეტილება შეაფასა
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, თუ საქართველოს მთავრობამ დაკავშირებადობის სამიტზე არყოფნით ევროკავშირთან სარგებლის მიღებაზე უარი თქვა, ეს მისი არჩევანია, თუმცა ხალხს განსხვავებული პოზიცია აქვს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე, ლატვიის პირველმა დიპლომატმა ბაიბა ბრაჟემ „ევროსკოპთან“ საუბარში დაკავშირებადობის სამიტზე საქართველოს არყოფნის გადაწყვეტილება შეაფასა.
„თუ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად ეს სარგებელი არ მიიღოს, ეს მისი არჩევანია, თუმცა, ვფიქრობ, ხალხს განსხვავებული პოზიცია აქვს“, — განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ.
ბრაჟეს განცხადებით, ამა თუ იმ საერთაშორისო შეხვედრაში ჩართვა და ქვეყნისა თუ მოსახლეობის საკეთილდღეოდ არსებული შესაძლებლობების გამოყენება თითოეული სახელმწიფოს სუვერენული არჩევანია. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ თავად გადაწყვიტა, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში არსებული სიკეთეებით არ ისარგებლოს, თუმცა ლატვიის პირველი დიპლომატი მიიჩნევს, რომ ქართველ ხალხს ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული დამოკიდებულება აქვს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაბაიბა ბრაჟე დაკავშირებადობის სამიტში საქართველოს მონაწილეობაზე - თუ საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტა, ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად ეს სარგებელი არ მიიღოს, ეს მისი არჩევანია - ვფიქრობ, ხალხს განსხვავებული პოზიცია აქვს
ბაიბა ბრაჟე – საქართველოს მთავრობამ აირჩია, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად სარგებელი არ მიიღოს, ეს მათი არჩევანია, მაგრამ ხალხი განსხვავებულად ფიქრობს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…