პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ასეთი ფაქტები არაერთ ქვეყანაში გვინახავს, აქედან გამომდინარე აღნიშნული ქმედების პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არასწორი და არალოგიკურია - ზურაბ რურუა ბათუმში მომხდარი ინციდენტზე

ბათუმში თურქი ქომაგების ინციდენტისას 4 პოლიციელი დაშავდა; დეპუტატ ზურაბ რურუას თქმით, მომხდარის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არასწორია, ოპოზიცია კი „ჩვეულებრივი აგენტურაა“.

ბათუმში მომხდარი ინციდენტის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია - მათ საქმეებზე გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. თურქი ქომაგების მხრიდან ძალადობრივი მოვლენების დეტალებზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. სულხან თამაზაშვილის განცხადებით დაშავდა უწყების 4 თანამშრომელი.

მინისტრმა მასობრივი არეულობის თავიდან აცილებისთვის და შესაბამისი ღონისძიებების ეფექტურად გატარებისთვის სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა. ბათუმში მომხდარ ინციდენტს ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციები მოყვა. მმართველი გუნდის შეფასებით, ოპონენტების განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მათი რეალური მიზნები, რომ საქართველოს გულშემატკივრობის ნაცვლად ისინი მზად არიან პოლიტიკური ინტერესებისთვის საკუთარი ქვეყანაც კი დააზიანონ.

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ რურუა აცხადებს, რომ ყველაფრის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არასწორია.

"ასეთი ფაქტები ჩვენ გვინახავს არაერთ ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, აღნიშნული ქმედების რაღაც პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არასწორი და არალოგიკურია. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ახლა ოპოზიციის მხრიდან ბუნებრივია გახდება რაღაც პატარა სპეკულაციის საგანი.

მათ უნდათ, რომ დააკნინონ ნებისმიერი ქმედება, გინდ ხელისუფლების, გინდ სპორტის მიმართ. ისინი არიან ჩვეულებრივი აგენტურა, რომელიც არაქართული ნარატივებით აზროვნებენ, ქართული აზროვნება და ეროვნულობა საერთოდ არ გააჩნიათ მათ. აი ეს არის ძალიან დიდი მინუსი მათი და დამღუპველია ზოგადად, რომ ასეთი ადამიანები გვყავს, რომლებსაც უნდათ ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ,"- აცხადებს რურუა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზვიად შალამბერიძე ბათუმის ინციდენტზე ოპოზიციის გამოხმაურებაზე: ეს ადამიანები ნებისმიერ შემთხვევაში ყველა ფაქტს და ყველა შესაძლებლობას იყენებენ იმისთვის, რომ როგორღაც საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი დააკნინონ. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სპორტული თემა, ადამიანების ტრაგედია თუ სხვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები