პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ზურაბ პატარაძე - ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია - საქართველოს შს სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ზურაბ პატარაძის განცხადებით, ბათუმში ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია და უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში დაბრუნება. მისი თქმით, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მხრიდან ბოთლებისა და ქვების სროლის შედეგად რამდენიმე პოლიციელი დაშავდა.

ზურაბ პატარაძე - ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია - საქართველოს შს სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება
ინტერპრესნიუსი

ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე წერს, რომელიც ბათუმში საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენებზე თურქეთის რესპუბლიკის ელჩს მუსტაფა თურქერ არისს შეხვდა.

პატარაძის ცნობით, ამ დროისათვის, ბათუმში ვითარება მშვიდია და მისი შემდგომი გამწვავების რისკი სრულად არის აღმოფხვრილი.

“ელჩს განვუმარტე, რომ როგორც მატჩის დაწყებამდე, ისე მისი მიმდინარეობის დროს, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ქომაგების არცთუ მცირე ნაწილი იქცეოდა პროვოკაციულად, მათ არაერთხელ და მიზანმიმართულად ესროლეს პოლიციის თანამშრომლებს ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მათ დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა და გამოირჩეოდნენ უხამსი შეძახილებით პოლიციელთა მიმართ, რაც ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა.

ელჩს ასევე განვუმარტე, რომ მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრებს საზღვარზე აღმოაჩნდათ ისეთი შინაარსის პროვოკაციული ბანერები, რაც მგრძნობიარეა საქართველოს მოსახლეობისათვის და მათი მოედანზე თუ ქალაქში გაშლა გარდაუვალ პროვოკაციებს გამოიწვევდა. შესაბამისად, აღნიშნული ბანერების საჯაროდ დემონსტრირების დაუშვებლობა, პირველ რიგში, სწორედ თურქი გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებით იყო ნაკარნახევი.

ელჩს განვუმარტე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა თურქი გულშემატკივრების მიმართ, მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და ვითარების შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით, პროპორციული ქმედებები განახორციელეს. აღნიშნული ქმედებები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან, რომლის დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა. ელჩს ფაქტებზე დაყრდნობით განვუმარტე, რომ ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად განახორციელა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და სახელმწიფოს მხრიდან პროცესის სრული კონტროლი გახდა შესაძლებელი.

ამ დროისათვის, ბათუმში ვითარება მშვიდია და მისი შემდგომი გამწვავების რისკი სრულად არის აღმოფხვრილი. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება“, - წერს სოციალურ ქსელში ზურაბ პატარაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

10 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. პირველი არხისამთავრობოზურაბ პატარაძე – თურქეთის ელჩს განვუმარტე, რომ „ბეშიქთაშის“ ქომაგების არცთუ მცირე ნაწილი იქცეოდა პროვოკაციულად, არაერთხელ და მიზანმიმართულად ესროლეს პოლიციის თანამშრომლებს ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები
  2. რუსთავი 2სამთავრობოზურაბ პატარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა - "ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად განახორციელა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და პროცესის კონტროლი გახდა შესაძლებელი"
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიზურაბ პატარიძე - თურქეთის ელჩს ელჩს განვუმარტე, რომ ქომაგების ნაწილი იქცეოდა პროვოკაციულად, მათ ესროლეს პოლიციელებს ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები, საზღვარზე აღმოაჩნდათ შინაარსის პროვოკაციული ბანერები, რაც მგრძნობიარეა ჩვენი მოსახლეობისათვის
  4. TV პირველიოპოზიციური„ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელის“ მატჩის დროს ბათუმში დაკავებული თურქეთის ყველა მოქალაქე თავისუფალია - ზურაბ პატარაძე
  5. TV პირველიოპოზიციურითურქეთის ელჩს განვუმარტე, რომ „ბეშიქთაშის“ ქომაგებმა ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები ესროლეს პოლიციელებს - პატარაძე
  6. POSTVსამთავრობოაჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არის შეხვდა, რომელთანაც დეტალურად განიხილა გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები
  7. პირველი არხისამთავრობოზურაბ პატარაძე – თურქეთის ელჩს განვუმარტე, რომ ქართული პოლიციის ქმედებები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობასთან, რომლის დაცვა ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა
  8. იმედინიუსისამთავრობოზურაბ პატარაძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება
  9. ბათუმელებიოპოზიციური„ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია“ – პატარაძის განცხადება თურქეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ
  10. ალიაოპოზიციური“თურქეთის ელჩს განვუმარტე, რომ გულშემატკივრებს საზღვარზე აღმოაჩნდათ პროვოკაციული ბანერები” – ზურაბ პატარაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თურქეთის ელჩს განვუმარტე, რომ „ბეშიქთაშის“ ქომაგებმა ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები ესროლეს პოლიციელებს - პატარაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები