პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ზვიად შალამბერიძე ბათუმის ინციდენტზე ოპოზიციის გამოხმაურებაზე: ეს ადამიანები ნებისმიერ შემთხვევაში ყველა ფაქტს და ყველა შესაძლებლობას იყენებენ იმისთვის, რომ როგორღაც საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი დააკნინონ. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სპორტული თემა, ადამიანების ტრაგედია თუ სხვა

ნაციონალური მოძრაობაშინაგან საქმეთა სამინისტრო

დეპუტატი ზვიად შალამბერიძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე ოპოზიციის შეფასებებს „მოღალატეობრივს“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ ისინი ხელისუფლების ნაბიჯების დაკნინებას ნებისმიერი თემით ცდილობენ.

ზვიად შალამბერიძე ბათუმის ინციდენტზე ოპოზიციის გამოხმაურებაზე: ეს ადამიანები ნებისმიერ შემთხვევაში ყველა ფაქტს და ყველა შესაძლებლობას იყენებენ იმისთვის, რომ როგორღაც საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი დააკნინონ. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სპორტული თემა, ადამიანების ტრაგედია თუ სხვა
იმედინიუსი

სწორედ ასეთი ფაქტები აჩვენებს იმას, რომ მათ უტიფრობას, უნამუსობას და მოღალატეობრივ საქციელს საზღვარი ნამდვილად არ აქვს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.

დეპუტატი ასე გამოეხმაურა ბათუმში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს.

„სწორედ ასეთი ფაქტები აჩვენებს იმას, რომ მათ უტიფრობას, უნამუსობას და მოღალატეობრივ საქციელს საზღვარი ნამდვილად არ აქვს. საქართველოს და თურქეთს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული, პირველ რიგში, კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვთ და ასეთი მცირედი გაუგებრობები, რაც გუშინ მოხდა სტადიონზე, ხელს ვერ შეუშლის ჩვენს ურთიერთობას, რაც აქამდე გვქონია. ეს ადამიანები ნებისმიერ შემთხვევაში ყველა ფაქტს და ყველა შესაძლებლობას იყენებენ იმისთვის, რომ როგორღაც საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი დააკნინონ. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სპორტული თემა, ადამიანების ტრაგედია თუ სხვა“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ბათუმში 26 ნოემბერს საფეხბურთო მატჩისას მომხდარი ინციდენტის შესახებ პარტია „ახლის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „უმძიმესი დაპირისპირება (ჯერ რომ არ ყოფილა, იმ მასშტაბის) „აადუღეს“ ევროკავშირის შემდეგ ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს მეზობელთან“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა კი წერს: „ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბერ-შევას“ მატჩი ივანიშვილის რეჟიმის უნარისა და სახელმწიფო პასუხისმგებლობის გამოცდა იყო, რომელიც ანტიქართულმა ოცნებამ ვერ ჩააბარა“.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, რომ საპოლიციო ღონისძიების დროს მიზანი ქომაგების დაკავება არ ყოფილა, მიზანი იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა: „თუმცა ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია და აუცილებლად ყველა წარმოებას მოჰყვება შედეგი. მათ შორის გარკვეული პერიოდით შესაძლებელია აეკრძალოთ ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა“. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულად დაკავებული ყველა პირი ამ დროისთვის გათავისუფლებულია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, საფეხბურთო კლუბების „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

ბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია“ – პატარაძის განცხადება თურქეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები