პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ზვიად შალამბერიძე: იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობაც ახლა ევრობიუროკრატიის სათავეშია, ჩვენ დიდად ცვლილებებს არ ველოდებით

საქართველოს პარლამენტისაგარეო საქმეთა სამინისტრო

ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ევრობიუროკრატიის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პირობებში ცვლილებებს არ ელიან და ურთიერთობები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულების შემდეგ თავიდან დაიწყება. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კი ბრიუსელის განცხადებებს თვითნებურად დაკავებულებზე ცილისწამება უწოდა.

ზვიად შალამბერიძე: იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობაც ახლა ევრობიუროკრატიის სათავეშია, ჩვენ დიდად ცვლილებებს არ ველოდებით
იმედინიუსი

ზვიად შალამბერიძემ „ქრონიკასთან“ შეაფასა ბრიუსელის განცხადებები საქართველოში „თვითნებურად დაკავებულების“ შესახებ.

„არ ველოდებით, რომ მათგან რაიმე რადიკალური ცვლილებები უახლოეს მომავალში იყოს, გარკვეული ცვლილებები იქნება მას შემდეგ, როგორც კი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი და ვფიქრობ, რომ ეს კონფლიქტი მალე დამთავრდება და თავიდან დაიწყება ურთიერთობები როგორც ევრობიუროკრატებს და ჩვენ შორის, ასევე სხვადახვა მიმართულებით.

იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობაც ახლა ევრობიუროკრატიის სათავეშია, ჩვენ დიდად ცვლილებებს არ ველოდებით“, - აღნიშნა შალამბერიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ცილისწამება უწოდა ბრიუსელის განცხადებებს საქართველოში „თვითნებურად დაკავებულების“ შესახებ. მისი თქმით, ევროკავშირი ბრალდების დასადასტურებლად ვერ ასახელებს კონკრეტულ ფაქტებს. პარლამენტის თავმჯდომარე ამით საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქართულმა მხარემ ევროკავშირს დაკავებულთა ვინაობის დასახელება კიდევ ერთხელ სთხოვა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ქადაგიშვილი „თვითნებურად დაკავებულების“ შესახებ განცხადებებზე: ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქმე არც ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემასთან გვაქვს, არც დემოკრატიული პრინციპების პატივისცემასთან და არც ნორმალური პოლიტიკური დიალოგის წარმოების უნართანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები