პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: “საქართველო არის ხიდი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. როდესაც ბრიუსელის ბიუროკრატია საქართველოს ებრძვის, ის ამ ხიდის დაწვას ცდილობს”

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდია, ხოლო როდესაც „ბრიუსელის ბიუროკრატია“ საქართველოს ებრძვის, ის ამ ხიდის დაწვას ცდილობს.

შალვა პაპუაშვილი: “საქართველო არის ხიდი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. როდესაც ბრიუსელის ბიუროკრატია საქართველოს ებრძვის, ის ამ ხიდის დაწვას ცდილობს”
POSTV

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა და ბრიუსელის ბიუროკრატიის პოლიტიკას აკრიტიკებს.

„თუკი ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, დაკავშირებადობაზე, საქართველო არის ხიდი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. როდესაც ბრიუსელის ბიუროკრატია საქართველოს ებრძვის, ის ამ ხიდის დაწვას ცდილობს. აქედან გამოვიტანოთ დასკვნა, რამდენად სერიოზულად შეიძლება განვიხილოთ ბრიუსელის ის ბიუროკრატები, რომლებიც მათთვისვე სასარგებლო ხიდს წვავენ.

როდესაც საკუთარ ხიდებს წვავენ აზიასთან, მერე გაზი და ცხოვრების დონე რომ გაძვირდება მათთან, აბრალონ რუსეთს. საკუთარ თავს უნდა დააბრალონ, იმიტომ, რომ წვავენ ხიდებს, რომლებიც მათ სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალთან ეკონომიკურად აკავშირებენ“, – დასძინა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი - მინისტერიალზე მოწვევის გაგზავნა ელჩისა და აპარატის უფროსის მძღოლისთვის, მოწვევა არ არის, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მოწვევა არც მიგვიღიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები