პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაზე: გულშემატკივრებს ახასიათებთ ასეთი მოვლენები. ზოგადად, არიან რამდენიმე ქვეყნის გულშემატკივრები, რომლებიც გამოირჩევიან ჭარბი ემოციით და ჭარბი აგრესიით გულშემატკივრობის დროს. გუშინ სწორედ ასეთი რამ ვიხილეთ. რა თქმა უნდა, პოლიცია უნდა ჩარეულიყო. ჩაერია საკმაოდ პროპორციულად და უზრუნველყო წესრიგის დაცვა

შინაგან საქმეთა სამინისტროქართული ოცნება

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩზე გულშემატკივართა დაპირისპირებისას პოლიცია პროპორციულად ჩაერია და საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვა.

ლევან მაჭავარიანი ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაზე: გულშემატკივრებს ახასიათებთ ასეთი მოვლენები. ზოგადად, არიან რამდენიმე ქვეყნის გულშემატკივრები, რომლებიც გამოირჩევიან ჭარბი ემოციით და ჭარბი აგრესიით გულშემატკივრობის დროს. გუშინ სწორედ ასეთი რამ ვიხილეთ. რა თქმა უნდა, პოლიცია უნდა ჩარეულიყო. ჩაერია საკმაოდ პროპორციულად და უზრუნველყო წესრიგის დაცვა
იმედინიუსი

ინციდენტი ამოწურულია. საზოგადოებრივი წესრიგი სრულად არის დაცული. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, პოლიციელებს, რომლებმაც უზრუნველყვეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ბათუმში, საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ფეხბურთს და გულშემატკივრებს ახასიათებს მსგავსი მოვლენები.

„სამწუხაროდ, ფეხბურთს ახასიათებს, გულშემატკივრებს ასეთი მოვლენები. ეს პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა არ ყოფილა. ზოგადად, არიან რამდენიმე ქვეყნის გულშემატკივრები, რომლებიც გამოირჩევიან მსუბუქად, რომ ვთქვათ ჭარბი ემოციით და ჭარბი აგრესიით გულშემატკივრობის დროს. გუშინ სწორედ ასეთი რამ ვიხილეთ და შესაბამისად, რა თქმა უნდა, პოლიცია უნდა ჩარეულიყო. ჩაერია საკმაოდ პროპორციულად და უზრუნველყო წესრიგის დაცვა“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება 26 ნოემბერს მოხდა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, „ბეშიქთაშის" გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები