პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი „თვითნებურად დაკავებულების“ შესახებ განცხადებებზე: ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქმე არც ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემასთან გვაქვს, არც დემოკრატიული პრინციპების პატივისცემასთან და არც ნორმალური პოლიტიკური დიალოგის წარმოების უნართან

საქართველოს პარლამენტისაგარეო საქმეთა სამინისტრო

დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ბრიუსელი ვერ ასახელებს ვერცერთ პირს, ვინც საქართველოში თვითნებურად არის დაპატიმრებული და ვისაც სასამართლო პროცესი არ გაუვლია. შალვა პაპუაშვილმა კი ევროკავშირის განცხადებებს ცილისწამება უწოდა.

ირაკლი ქადაგიშვილი „თვითნებურად დაკავებულების“ შესახებ განცხადებებზე: ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქმე არც ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემასთან გვაქვს, არც დემოკრატიული პრინციპების პატივისცემასთან და არც ნორმალური პოლიტიკური დიალოგის წარმოების უნართან
იმედინიუსი

რომ ვამბობთ, რომ ერთი პირი დაგვისახელონ, ვინც არის თვითნებურად დაპატიმრებული, ვისაც სრულყოფილი სასამართლო პროცესი არ გაუვლია, ამას ვერ ამბობენ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ბრიუსელის განცხადებებს საქართველოში „თვითნებურად დაკავებულების“ შესახებ.

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქმე არც ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემასთან გვაქვს, არც დემოკრატიული პრინციპების პატივისცემასთან და არც ნორმალური პოლიტიკური დიალოგის წარმოების უნართან“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ცილისწამება უწოდა ბრიუსელის განცხადებებს საქართველოში „თვითნებურად დაკავებულების“ შესახებ. მისი თქმით, ევროკავშირი ბრალდების დასადასტურებლად ვერ ასახელებს კონკრეტულ ფაქტებს. პარლამენტის თავმჯდომარე ამით საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქართულმა მხარემ ევროკავშირს დაკავებულთა ვინაობის დასახელება კიდევ ერთხელ სთხოვა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საგარეო საქმეთა სამინისტრო: „16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები