ზვიად შალამბერიძე – ბრიუსელი საქართველოს წინააღმდეგ ყველა ბერკეტს იყენებს, რომ ქვეყანაში მათი მითითებები შესრულდეს, ჩვენი ხელისუფლებისთვის კი მთავარია საზოგადოების ინტერესები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად შალამბერიძე აცხადებს, რომ ბრიუსელი საქართველოს წინააღმდეგ ყველა ბერკეტს იყენებს თავისი მითითებების შესასრულებლად, ხელისუფლებისთვის კი მთავარი საზოგადოების ინტერესებია.

ბრიუსელი საქართველოს წინააღმდეგ ყველა ბერკეტს იყენებს, რომ ქვეყანაში მათი მითითებები შესრულდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის მთავარია საზოგადოების ინტერესები და არა ის, რაც შეიძლება, თავს მოხვეული იყოს გარედან.
„პროცესს, რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ვხედავთ, არის ის, რომ ბრიუსელი საქართველოს წინააღმდეგ ყველა ბერკეტს იყენებს, რომ ჩვენს ქვეყანაში მათი მითითებები შესრულდეს და გავითვალისწინოთ ყველა ის მითითება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება და ემსახურება მხოლოდ ბრიუსელის ინტერესებს. ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარია საზოგადოების ინტერესები და არა ის, რაც შეიძლება, თავს მოხვეული იყოს ქვეყნის ფარგლებს გარედან. ვიდრე ბრიუსელის მითითებები ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესებს არ დაემთხვევა, მანამდე ჩვენს ურთიერთობაში ეს სხვაობა გვექნება“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…