ზურაბ პატარაძე – თურქეთის ელჩს განვუმარტე, რომ ქართული პოლიციის ქმედებები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობასთან, რომლის დაცვა ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა
ზურაბ პატარაძემ თურქეთის ელჩთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პოლიციამ თურქი გულშემატკივრების მიმართ პროპორციული ქმედებები განახორციელა. მისი თქმით, დაკავებულები უკვე თავისუფლები არიან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა თურქი გულშემატკივრების მიმართ, მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და ვითარების შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით, პროპორციული ქმედებები განახორციელეს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან შეხვედრაზე განაცხადა.
პატარაძის თქმით, აღნიშნული ქმედებები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობასთან, რომლის დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა.
„ელჩს ფაქტებზე დაყრდნობით განვუმარტე, რომ ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად განახორციელა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და სახელმწიფოს მხრიდან პროცესის სრული კონტროლი გახდა შესაძლებელი. ამ დროისთვის ბათუმში ვითარება მშვიდია და მისი შემდგომი გამწვავების რისკი სრულად არის აღმოფხვრილი. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება“, – წერს ზურაბ პატარაძე.
ცნობისთვის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. ზურაბ პატარაძის თქმით, თურქეთის ელჩს განუმარტა, რომ „ბეშიქთაშის“ ქომაგების არცთუ მცირე ნაწილი იქცეოდა პროვოკაციულად, არაერთხელ და მიზანმიმართულად ესროლეს პოლიციას ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
10 სტატიაზურაბ პატარაძე – თურქეთის ელჩს განვუმარტე, რომ „ბეშიქთაშის“ ქომაგების არცთუ მცირე ნაწილი იქცეოდა პროვოკაციულად, არაერთხელ და მიზანმიმართულად ესროლეს პოლიციის თანამშრომლებს ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები
ზურაბ პატარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა - "ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად განახორციელა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და პროცესის კონტროლი გახდა შესაძლებელი"
ზურაბ პატარიძე - თურქეთის ელჩს ელჩს განვუმარტე, რომ ქომაგების ნაწილი იქცეოდა პროვოკაციულად, მათ ესროლეს პოლიციელებს ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები, საზღვარზე აღმოაჩნდათ შინაარსის პროვოკაციული ბანერები, რაც მგრძნობიარეა ჩვენი მოსახლეობისათვის
„ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელის“ მატჩის დროს ბათუმში დაკავებული თურქეთის ყველა მოქალაქე თავისუფალია - ზურაბ პატარაძე
ზურაბ პატარაძე - ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია - საქართველოს შს სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება
თურქეთის ელჩს განვუმარტე, რომ „ბეშიქთაშის“ ქომაგებმა ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები ესროლეს პოლიციელებს - პატარაძე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არის შეხვდა, რომელთანაც დეტალურად განიხილა გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები
ზურაბ პატარაძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება
„ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია“ – პატარაძის განცხადება თურქეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ
“თურქეთის ელჩს განვუმარტე, რომ გულშემატკივრებს საზღვარზე აღმოაჩნდათ პროვოკაციული ბანერები” – ზურაბ პატარაძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…