პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თურქეთის ელჩს განვუმარტე, რომ „ბეშიქთაშის“ ქომაგებმა ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები ესროლეს პოლიციელებს - პატარაძე

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ზურაბ პატარაძემ თურქეთის ელჩს განუმარტა, რომ „ბეშიქთაშის“ ქომაგებმა პოლიციელებს ქვები და ბოთლები ესროლეს, რასაც სამართალდამცველთა დაშავება მოჰყვა, თუმცა ამ ეტაპზე დაკავებული ყველა პირი თავისუფალია.

თურქეთის ელჩს განვუმარტე, რომ „ბეშიქთაშის“ ქომაგებმა ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები ესროლეს პოლიციელებს - პატარაძე
TV პირველი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა - როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ზურაბ პატარაძემ მუსტაფა თურქერ არისს დეტალურად გააცნო მატჩის მიმდინარეობის დროს არსებული ვითარება.

როგორც გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, პატარაძემ ელჩს უთხრა, რომ „ბეშიქთაშის“ ქომაგებმა ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები ესროლეს პოლიციელებს, რის შედეგადაც რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა.

ინფორმაციის თანახმად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელჩს ასევე განუმარტა, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა თურქი გულშემატკივრების მიმართ, მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და ვითარების შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით, პროპორციული ქმედებები განახორციელეს.

პატარაძის თქმით, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელის“ მატჩის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია.

შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები.

ელჩს განვუმარტე, რომ როგორც მატჩის დაწყებამდე, ისე მისი მიმდინარეობის დროს, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ქომაგების არცთუ მცირე ნაწილი იქცეოდა პროვოკაციულად, მათ არაერთხელ და მიზანმიმართულად ესროლეს პოლიციის თანამშრომლებს ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მათ დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა და გამოირჩეოდნენ უხამსი შეძახილებით პოლიციელთა მიმართ, რაც ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა.

ელჩს ასევე განვუმარტე, რომ მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრებს საზღვარზე აღმოაჩნდათ ისეთი შინაარსის პროვოკაციული ბანერები, რაც მგრძნობიარეა საქართველოს მოსახლეობისათვის და მათი მოედანზე თუ ქალაქში გაშლა გარდაუვალ პროვოკაციებს გამოიწვევდა. შესაბამისად, აღნიშნული ბანერების საჯაროდ დემონსტრირების დაუშვებლობა, პირველ რიგში, სწორედ თურქი გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებით იყო ნაკარნახევი.

ელჩს განვუმარტე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა თურქი გულშემატკივრების მიმართ, მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და ვითარების შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით, პროპორციული ქმედებები განახორციელეს. აღნიშნული ქმედებები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან, რომლის დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა. ელჩს ფაქტებზე დაყრდნობით განვუმარტე, რომ ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად განახორციელა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და სახელმწიფოს მხრიდან პროცესის სრული კონტროლი გახდა შესაძლებელი.

ამ დროისათვის, ბათუმში ვითარება მშვიდია და მისი შემდგომი გამწვავების რისკი სრულად არის აღმოფხვრილი. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება". - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა მოხდა ბათუმში:

თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩი, რომელიც 26 ნოემბერს ბათუმში გაიმართა, თავდაპირველად სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების რისკების გამო უეფას აცნობა, რომ შეხვედრის მასპინძლობა არ შეეძლო. უეფამ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.

ბათუმში მატჩის დაწყებამდე ვითარება დაიძაბა და დაძაბულობა მატჩის მიმდინარეობისას გაგრძელდა. თამაში გარკვეული პერიოდით შეწყდა კიდეც.

პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, მათ შორის მას შემდეგ, რაც ტრიბუნაზე გულშემატკივრებმა პალესტინის დროშა გაშალეს.

შსს-ს ცნობით, ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის გარშემო განვითარებული მოვლენების შედეგად პოლიციის სამი თანამშრომელი დაშავდა, ხოლო 16 ადამიანი დააკავეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

10 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 3ნეიტრალური 2
  1. პირველი არხისამთავრობოზურაბ პატარაძე – თურქეთის ელჩს განვუმარტე, რომ „ბეშიქთაშის“ ქომაგების არცთუ მცირე ნაწილი იქცეოდა პროვოკაციულად, არაერთხელ და მიზანმიმართულად ესროლეს პოლიციის თანამშრომლებს ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები
  2. რუსთავი 2სამთავრობოზურაბ პატარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა - "ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად განახორციელა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და პროცესის კონტროლი გახდა შესაძლებელი"
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიზურაბ პატარიძე - თურქეთის ელჩს ელჩს განვუმარტე, რომ ქომაგების ნაწილი იქცეოდა პროვოკაციულად, მათ ესროლეს პოლიციელებს ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები, საზღვარზე აღმოაჩნდათ შინაარსის პროვოკაციული ბანერები, რაც მგრძნობიარეა ჩვენი მოსახლეობისათვის
  4. TV პირველიოპოზიციური„ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელის“ მატჩის დროს ბათუმში დაკავებული თურქეთის ყველა მოქალაქე თავისუფალია - ზურაბ პატარაძე
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიზურაბ პატარაძე - ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია - საქართველოს შს სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება
  6. POSTVსამთავრობოაჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არის შეხვდა, რომელთანაც დეტალურად განიხილა გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები
  7. პირველი არხისამთავრობოზურაბ პატარაძე – თურქეთის ელჩს განვუმარტე, რომ ქართული პოლიციის ქმედებები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობასთან, რომლის დაცვა ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა
  8. იმედინიუსისამთავრობოზურაბ პატარაძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება
  9. ბათუმელებიოპოზიციური„ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია“ – პატარაძის განცხადება თურქეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ
  10. ალიაოპოზიციური“თურქეთის ელჩს განვუმარტე, რომ გულშემატკივრებს საზღვარზე აღმოაჩნდათ პროვოკაციული ბანერები” – ზურაბ პატარაძე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თურქული მედია - საქართველოში დაკავებული გულშემატკივრების უმეტესობა თურქეთის საელჩოს ძალისხმევის შედეგად გაათავისუფლესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები