კახა კალაძე USAID-ის ფაილებზე: დადასტურდა ის, რაზეც ვსაუბრობდით - წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო
კახა კალაძის მტკიცებით, აშშ-ისა და ევროპული ორგანიზაციების მხრიდან საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად ასეულობით მილიონი იხარჯებოდა. მისი განცხადებით, აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ქართული სახელმწიფოს მიმართ მტრულად იყო განწყობილი.

"აშშ-ის წინა ადმინისტრაცია მტრულად იყო განწყობილი ქართული სახელმწიფოს მიმართ და მათ მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები, იყო არასამართლიანი", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ USAID-ის ფაილებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია შეაფასა.
მისი თქმით, გავრცელებული მასალებით დადასტურდა ის რეალობა, რაზეც საუბარი ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა.
"პირველ რიგში, დადასტურდა ის, რაზეც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვსაუბრობდით და გარკვეული ადამიანების ჯგუფებს არ სჯეროდათ. სიუჟეტებს უძღვნიდნენ, გადაცემებს აკეთებდნენ, რომ ეს თითქოს ტყუილი იყო, ჩვენ ვიგონებდით. არა, ეს იყო სამწუხარო რეალობა.
წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზაციების მხრიდან, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება და რევოლუცია მოეწყოთ. არა მხოლოდ ამერიკული ორგანიზაციები, ევროპული ორგანიზაციებიც შემჩნეული არიან ამ პროცესში და უშუალოდ ჩართულები იყვნენ საზოგადოების პოლარიზაციაში, საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირებაში, ექსტრემისტული ორგანიზაციების შექმნაში.
კონკრეტული ელჩები გამოდიოდნენ და პირდაპირ, თუნდაც განცხადებებით, თუნდაც არდაგმობით ხელს უწყობდნენ იმას, რომ 4 ოქტომბერს სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო იმ ჯგუფს, ვინც დღეს დამნაშავეა და ციხეში ზის", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პროცესები წარმოადგენს დანაშაულს, რომელშიც ადგილობრივი აქტორები მონაწილეობდნენ.
"ეს ძალიან სამწუხაროა და ძალიან მძიმეა. ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ჩადენილი კონკრეტული ორგანიზაციების მხრიდან. რა თქმა უნდა, თანამონაწილე იყო ადგილობრივი აგენტურა, რომლის შექმნაშიც, ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა წლების განმავლობაში. ამ აგენტურის გამოყენებით, ჯერ ხან ჟურნალისტებს იყენებდნენ, ხან ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვითომ ექსპერტებს და ა.შ.
ასევე, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, მტრულად იყო განწყობილი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, იმიტომ, რომ განცხადებები, რასაც ვისმენდით, ის კონკრეტული გადაწყვეტილებები, რაც იქნა მიღებული წინა ადმინისტრაციის პირობებში, იყო არასამართლიანი და აჩვენებდა იმას, რომ ჰქონდათ მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს იყო სამწუხარო რეალობა", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაკახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციებზე: ეს ყველაფერი იფუთებოდა, თითქოს კეთილი საქმეები უნდა გაეკეთებინათ, რეალურად კი დაქირავებული აგენტურა იყო
კახა კალაძე USAID-ის ფაილებზე: დადასტურდა ის, რაზეც ვსაუბრობდით - წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…