მარიამ ლაშხი USAID-ის სკანდალურ ფაილებზე: ამ ფაილების გასაჯაროება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ დიდი ხანია, ვამბობთ. ის თანხები, რომლებიც იყო მობილიზებული რევოლუციური გზით საქართველოს ხელისუფლების დასამხობად, მათი ხელწერა იყო არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
მარიამ ლაშხის მტკიცებით, USAID-ის შესახებ გასაჯაროებული ფაილები ადასტურებს, რომ ორგანიზაციის თანხები რევოლუციური გზით ხელისუფლების დასამხობად იყო მობილიზებული.

ამ ფაილების გასაჯაროება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ დიდი ხანია, ვამბობთ, - ასე ეხმაურება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი USAID-ის საქმიანობის შესახებ სკანდალურ ფაილებს.
მისი თქმით, რევოლუციების მოწყობის სქემას ორგანიზაცია ამუშავებდა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.
„ის თანხები, რომლებიც იყო მობილიზებული რევოლუციური გზით საქართველოს ხელისუფლების დასამხობად, მათი ხელწერა იყო არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ ფაილების გასაჯაროება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ დიდი ხანია, ვამბობთ“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
როგორ ცდილობდა USAID საზოგადოების აზრის შეცვლასა და ქვეყნებში მათთვის სასურველი პროცესების წარმართვას? ორგანიზაციის მხილება გაგრძელდება. ამერიკის ბიუჯეტის მართვის ოფისის დირექტორი სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებასაც აანონსებს. ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები და ჟურნალისტები სააგენტოს სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში ჩარევასა და მედიასაშუალებების შეზღუდვის მცდელობაში ადანაშაულებენ. გამოაშკარავებულ მასალაში საქართველოცაა ნახსენები. დოკუმენტების მიხედვით, მიმოწერასა და სემინარებზე განიხილავდნენ, როგორ მოეხდინათ გავლენა საქართველოში საზოგადოებრივ აზრზე. ასობით ფაილში ასევე ლაპარაკია 13-ი არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციაზე, რომელიც 2021 წლიდან USAID-ის დაფინანსებითა და ბრიტანული კომპანია „ზინკ ნეტვორკის“ ჩართულობით მოქმედებდა. ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, „გლობალური დეზინფორმაციის ინდექსი“ მედიასაშუალებების სარეკლამო შემოსავლებისა და ონლაინხილვადობის შემცირების გზებს განიხილავდა. ფაილებმა სააშკარაოზე გამოიტანა, როგორ ცდილობდნენ რევოლუციების მოწყობას და ფარად რიგი პროექტების დაფინანსებას იყენებდნენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…