ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

კახა კალაძე – 4 ოქტომბრის პროცესები მართული იყო ევროპიდან, რადგან მათ სურდათ ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურა მოეყვანათ

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის პროცესები და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ევროპიდან იმართებოდა და ფინანსდებოდა, რათა ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურა მოეყვანათ.

კახა კალაძე – 4 ოქტომბრის პროცესები მართული იყო ევროპიდან, რადგან მათ სურდათ ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურა მოეყვანათ
კახა კალაძე – 4 ოქტომბრის პროცესები მართული იყო ევროპიდან, რადგან მათ სურდათ ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურა მოეყვანათპირველი არხი

ევროსტრუქტურიდან 4 ოქტომბრის საქმეზე მხოლოდ წახალისება მოვისმინეთ, რადგან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მათ მიერ დაფინანსებული იყო, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ერთი წლის შემდეგაც, 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპის შესაბამისი სტრუქტურებიდან რეაგირება არ ყოფილა.

„მე არანაირი განცხადება არ მომისმენია ევროსტრუქტურიდან, პირიქით მხოლოდ წახალისება ხდებოდა, რადგან ეს ყველაფერი მათ მიერ დაგეგმილი იყო. მათი ხელშეწყობითა და დაფინანსებით დაიწყო კამპანია სახელმწიფო გადატრიალებასა და რევოლუციასთან დაკავშირებით. მათი მთავარი ამოცანა იყო, რომ ქვეყანაში არსებული ხელისუფლება დაემხოთ. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ თუ შევხედავთ, რა პროცესები მიდის ქვეყნის შიგნით და საიდან იმართება, სწორედ ეს ჩანს, რომ მათ სურთ ხელისუფლებაში თავიანთი აგტენტურის წარმომადგენლები მოიყვანონ, რათა შემდეგ ქვეყანა და ქართველი ხალხი თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ. სამწუხაროდ, ეს მოცემულობა გვაქვს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე არანაირი განცხადება არ მომისმენია ევროსტრუქტურიდან, პირიქით მხოლოდ წახალისება ხდებოდა, რადგან ეს ყველაფერი მათ მიერ დაგეგმილი იყო. მათი ხელშეწყობითა და დაფინანსებით დაიწყო კამპანია სახელმწიფო გადატრიალებასა და რევოლუციასთან დაკავშირებით. მათი მთავარი ამოცანა იყო, რომ ქვეყანაში არსებული ხელისუფლება დაემხოთ. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ თუ შევხედავთ, რა პროცესები მიდის ქვეყნის შიგნით და საიდან იმართება, სწორედ ეს ჩანს, რომ მათ სურთ ხელისუფლებაში თავიანთი აგტენტურის წარმომადგენლები მოიყვანონ, რათა შემდეგ ქვეყანა და ქართველი ხალხი თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ. სამწუხაროდ, ეს მოცემულობა გვაქვს“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.