პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თურქეთი „ოცნებას” ბათუმში დაკავებული „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების გათავისუფლებას ითხოვს

თურქული მედიის ცნობით, ანკარა ბათუმში დაკავებული „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და მომხდარის გამოძიებას ითხოვს, რის გამოც ორ ქვეყანას შორის მინისტრების დონეზე სატელეფონო საუბრები გაიმართა.

თურქეთი „ოცნებას” ბათუმში დაკავებული „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების გათავისუფლებას ითხოვს
ფორმულა

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანსა და „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu წერს, საუბრის მთავარი თემა ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს განვითარებული მოვლენები იყო.

სააგენტოს წყაროების ცნობით, თურქეთი ყურადღებით აკვირდება ბათუმში „ოცნების“ ხელისუფლების სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებთან დაკავშირებულ ვითარებას. ამასთან, თბილისში თურქეთის საელჩოსა და ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები სტადიონზე იმყოფებოდნენ და თურქეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისა და უფლებების დასაცავად შესაბამის ზომებს იღებდნენ.

თურქული მედიის ცნობით, სატელეფონო კომუნიკაცია შედგა ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებს, მუსტაფა ჩიფთჩისა და „ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილს შორისაც.

„ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების წინააღმდეგ „ოცნების“ ხელისუფლების სამართალდამცველების მოქმედებებს თურქეთის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები გამოეხმაურნენ. ანკარა დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მომხდარზე გამოძიების ჩატარებასა და პასუხისმგებელი პირების მიმართ სამართლებრივი ზომების მიღებას მოითხოვს.

ინციდენტთან დაკავშირებით „ბეშიქთაშის“ პრეზიდენტს, სერდალ ადალის, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც ესაუბრა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მუსტაფა ჩიფთჩიმ, „ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს, დაკავებული თურქი მოქალაქეების უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველყოფა მოსთხოვა.

თურქული მედიის ინფორმაციით, თამაზაშვილმა თურქ კოლეგას განუმარტა, რომ გულშემატკივრებს პალესტინის დროშები არა „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, არამედ UEFA-ს წარმომადგენლებმა ჩამოართვეს. მისივე თქმით, ინციდენტის შემდეგ სტადიონზე საკუთარი მოადგილე გაგზავნა.

თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, აქინ გურლექმა, „ოცნების“ იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლების, მოქალაქეთა უფლებების დაცვის, ინციდენტში მონაწილე პირების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების დაწყებისა და მსგავსი შემთხვევების პრევენციის მოთხოვნები გააცნო.

თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა, ოსმან აშქინ ბაქმა, „ოცნების“ ხელისუფლების სამართალდამცველების მიერ ძალის გამოყენება არაპროპორციულად შეაფასა და მკაცრად დაგმო. მისი განცხადებით, თურქეთი საკუთარი სპორტსმენებისა და გულშემატკივრების უფლებებს ყველა შესაძლო პლატფორმაზე დაიცავს.

მომხდარს გამოეხმაურა თურქეთის ფეხბურთის ფედერაციაც. ფედერაციამ ინციდენტის ყველა გარემოების გამოძიება, პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და მათ წინააღმდეგ შესაბამისი სანქციების დაუყოვნებლივ გამოყენება მოითხოვა.

„ოცნების“ ხელისუფლების სამართალდამცველების მოქმედებები დაგმეს თურქულმა საფეხბურთო კლუბებმაც, მათ შორის „გალათასარაიმ“, „ფენერბაჰჩემ“ და „ტრაბზონსპორმა“.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინფორმაცია თურქულ მედიას ეყრდნობა. „ოცნების“ ხელისუფლებას ამ დროისთვის აღნიშნული სატელეფონო კომუნიკაციების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, თურქულ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ცნობით, „ოცნების“ ხელისუფლების სამართალდამცველებმა ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების პროცესში თურქი გულშემატკივრები პოლიციას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სამართალდამცველებს სხვადასხვა საგანს ესროდნენ.

მატჩი თავდაპირველად თურქეთში უნდა გამართულიყო, თუმცა UEFA-მ შეხვედრის მასპინძელი სტადიონის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ორგანიზაციის განმარტებით, თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე აცნობა, რომ სტამბოლში მატჩის ჩატარება შეუძლებელი იყო. შესაბამის მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ კი გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის შეხვედრას საქართველო უმასპინძლებდა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და ისრაელს შორის პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობები ისრაელ-ღაზის ომის ფონზე მკვეთრად გაუარესებულია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურითურქეთის საგარეო მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს ბათუმში მომხდარზე ესაუბრა - Anadolu
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიმაქსიმალურად ვცდილობთ, დავაწყნაროთ - შს მინისტრი თურქ კოლეგას ბათუმში არსებულ ვითარებაზე
  3. TV პირველიოპოზიციურიAnadolu: თურქეთის საგარეო მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს ბათუმში მომხდარზე ესაუბრა
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურითურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ თამაშის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ესაუბრა
  5. პირველი არხისამთავრობოთურქული მედიის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თურქეთის სპორტის მინისტრი - მტკიცედ ვგმობ საქართველოში ჩვენი „ბეშიქთაშის” გულშემატკივრების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ არაპროპორციულ ჩარევასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები