თურქეთის სპორტის მინისტრი - მტკიცედ ვგმობ საქართველოში ჩვენი „ბეშიქთაშის” გულშემატკივრების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ არაპროპორციულ ჩარევას
თურქეთის სპორტის მინისტრი ოსმან აშქინ ბაქი ბათუმში „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების „არაპროპორციულ ჩარევას“ გმობს.

მტკიცედ ვგმობ ამ საღამოს საქართველოში ჩვენი „ბეშიქთაშის” გულშემატკივრების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ არაპროპორციულ ჩარევას, - ამის შესახებ განცხადებას თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი, ოსმან აშქინ ბაქი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„გვერდში ვუდგავართ „ბეშიქთაშს”. მტკიცედ ვგმობ ამ საღამოს საქართველოში ჩვენი „ბეშიქთაშის” გულშემატკივრების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ არაპროპორციულ ჩარევას.
ვეწინააღმდეგებით დისკრიმინაციისა და უსამართლობის ნებისმიერ ფორმას, რომელიც შეუსაბამოა სპორტის საყოველთაო ღირებულებებთან.
გავაგრძელებთ თურქული სპორტისა და ჩვენი გულშემატკივრების უფლებების მტკიცედ დაცვად ყველა პლატფორმაზე,” - წერს ბაქი.
შეგახსენებთ, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, „ბეშიქთაშის" გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ. მატჩამდე ქალაქის ქუჩებში კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მსვლელობა გაიმართა, რა დროსაც რამდენჯერმე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, გულშემატკივრები, სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და პოლიციის მისამართით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…