პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

Anadolu: თურქეთის საგარეო მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს ბათუმში მომხდარზე ესაუბრა

თურქეთის საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგებს ბათუმში „ბეშიქთაშის“ ფანებთან დაკავშირებულ ინციდენტზე ესაუბრნენ. ანკარა დაკავებულების გათავისუფლებასა და ძალის გამოყენების გამოძიებას ითხოვს.

Anadolu: თურქეთის საგარეო მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს ბათუმში მომხდარზე ესაუბრა
TV პირველი

თურქული მედიასაშუალებების ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შორის საუბარი შედგა.

როგორც თურქეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო Anadolu წერს, მხარეებმა ბათუმში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

წყაროების თქმით, „თურქეთი ყურადღებით ადევნებს თვალს ბათუმში ქართველი სამართალდამცავების ჩარევის შემდეგ „ბეშიქთაშის” გულშემატკივრებთან დაკავშირებულ ვითარებას“.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, თბილისში თურქეთის საელჩოსა და ბათუმში თურქეთს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები სტადიონზე იმყოფებიან და "ყველა ზომას იღებენ თურქეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი უფლებების დასაცავად".

თურქული მედიის ცნობითვე, სატელეფონო საუბარი გაიმართა ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებს, მუსტაფა ჩიფთჩისა და სულხან თამაზაშვილს შორისაც.

"ბეშიქთაშის" გულშემატკივრების წინააღმდეგ საქართველოს პოლიციის მიერ ძალის გამოყენებას თურქეთის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები გამოეხმაურნენ.

ანკარა დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ძალადობის გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების მიმართ სამართლებრივი ზომების მიღებას ითხოვს.

მომხდართან დაკავშირებით "ბეშიქთაშის" პრეზიდენტს, სერდალ ადალის თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც ესაუბრა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მუსტაფა ჩიფთჩიმ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს თურქეთში უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველყოფა მოსთხოვა.

თურქული მედიის ცნობით, თამაზაშვილმა თურქ კოლეგას უთხრა, რომ გულშემატკივრებს პალესტინის დროშები არა საქართველოს ხელისუფლების, არამედ UEFA-ს წარმომადგენლებმა ჩამოართვეს. თამაზაშვილის თქმით, მომხდარის შემდეგ მან სტადიონზე თავისი მოადგილე გაგზავნა.

თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, აქინ გურლექმა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან, პაატა სალიას დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლების, მოქალაქეების უფლებების დაცვის, ინციდენტში მონაწილე პირების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების დაწყებისა და მსგავსი შემთხვევების განმეორების თავიდან აცილების მოთხოვნები გააცნო.

თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა, ოსმან აშქინ ბაქმასაქართველოს სამართალდამცველების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება მკაცრად დაგმო და განაცხადა, რომ თურქეთი საკუთარი სპორტსმენებისა და გულშემატკივრების უფლებებს ყველა პლატფორმაზე დაიცავს.

მომხდარს გამოეხმაურა თურქეთის ფეხბურთის ფედერაციაც, რომელმაც ინციდენტის ყველა გარემოების გამოძიება, პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და მათ წინააღმდეგ სანქციების დაუყოვნებლივ გამოყენება მოითხოვა.

საქართველოს სამართალდამცველების მოქმედებები დაგმეს თურქულმა საფეხბურთო კლუბებმა, მათ შორის "გალათასარაიმ", "ფენერბაჰჩემ" და "ტრაბზონსპორმა".

მასალა მომზადებულია თურქულ მედიაზე დაყრდნობით. ქართულ მხარეს ჯერ ინფორმაცია აღნიშნულ კომინიკაციაზე არ გაუვრცელებია.

ბათუმში, თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე მომხდარი ფიზიკურიდაპირისპირების გამო, სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს.

დაკავებისას გქვრცელებული ცნობით თურქი გულშემატკივრები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხვადასხვა საგანს ესროდნენ.

მატჩი თურქეთში უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრის მასპინძელი სტადიონის შეცვლა უეფამ გადაწყვიტა. უეფასგანმარტებით, თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე ორგანიზაციას აცნობა, რომ შეხვედრის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იყო. შესაბამის მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის მატჩს საქართველო უმასპინძლებს.

თურქეთსა და ისრაელს შორის პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობები ისრაელ-ღაზის ომის გამო გაუარესდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურითურქეთის საგარეო მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს ბათუმში მომხდარზე ესაუბრა - Anadolu
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიმაქსიმალურად ვცდილობთ, დავაწყნაროთ - შს მინისტრი თურქ კოლეგას ბათუმში არსებულ ვითარებაზე
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურითურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ თამაშის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ესაუბრა
  4. პირველი არხისამთავრობოთურქული მედიის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა
  5. ფორმულაოპოზიციურითურქეთი „ოცნებას” ბათუმში დაკავებული „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების გათავისუფლებას ითხოვს
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბათუმში არსებული ვითარება და კომუნიკაცია ანკარასთან - რა განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა თურქული მედიის ცნობითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები