უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: არ გვაქვს არანაირი განზრახვა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ლიბიამდე ან სხვა რომელიმე ქვეყნამდე გავავრცელოთ
ანდრეი სიბიგას განცხადებით, ბენღაზისთან ორ რუსულ გემზე თავდასხმით კიევი ომის ლიბიამდე გავრცელებას არ ცდილობდა და სამიზნე მხოლოდ რუსული ობიექტები იყო.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ ბენღაზის მახლობლად ორ რუსულ გემზე განხორციელებული თავდასხმით კიევი რუსეთთან ომის ლიბიის სანაპირომდე გავრცელებას არ ცდილობდა.
სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში სიბიგამ აღნიშნა, რომ ლიბიელ კოლეგას, ალ-ტაჰერ ალ-ბაურს ესაუბრა და განუმარტა, რომ „უკრაინის არცერთი ქმედება არასდროს ყოფილა მიმართული ლიბიის ან ლიბიელი ხალხის წინააღმდეგ, არამედ მხოლოდ იმ რუსული სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ, რომლებიც უშუალოდ ემსახურებიან რუსეთის ომს“.
„არ გვაქვს არანაირი განზრახვა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ლიბიამდე ან სხვა რომელიმე ქვეყნამდე გავავრცელოთ“, - დასძინა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…