ირაკლი კირცხალია: უკვე ვხედავთ კონსტიტუციურ პროცესზე გამოხმაურებებს, ეს არის ნათელი მაგალითი შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევის
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით ბრიუსელის განცხადებებს შიდა საქმეებში ჩარევა უწოდა და ოპოზიცია „ვეტინგის“ სისტემის დანერგვის მცდელობაში დაადანაშაულა.

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებით ბრიუსელიდან გაკეთებულ განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, გადაცემაში „იმედი Live“, შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევა უწოდა.
მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის მსგავსი განცხადებები არც ახალია და არც გასაკვირი.
„უკვე ვხედავთ კონსტიტუციურ პროცესზე გამოხმაურებებს, ეს არის ნათელი მაგალითი, სხვა ბევრ ნათელ მაგალითს რომ თავი დავანებოთ, შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევის, რაც ჩვენთვის არ არის ახალი და გასაკვირი“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისთვის ცხადია, რომ ოპოზიციას და მათ პარტნიორებს საქართველოში ე.წ ვეტინგის სისტემის დანერგვა სურთ.
„როდესაც ისინი დაგვინიშნავენ მოსამართლეებს მაშინ ექნებათ ნდობა.
საერთაშორისო სასამართლოში თუ ასაჩივრებ ე.ი უცხო ქვეყანამ ჩემს ქვეყანაში უნდა დამინიშნოს მოსამართლე? სასამართლოზე როდესაც საუბრობდნენ, ევროკომისიის დასკვნები გავიხსენოთ, სადაც პირდაპირ საუბარია სასამართლოს მიმართ ნდობაზე. ეს არის ოქსიმორონო, უსტანდარტობა - პოლიტიკური განცხადებები ერთი და მათივე ინსტიტუტების დაკვეთილი კვლევები მეორე”, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…