ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მედია: უკრაინა ევროინტეგრაციის ანგარიშის მოლოდინში - ალტერნატიული შეფასება უკრაინის ანტიკორუფციულ სისტემაში არსებულ სერიოზულ პრობლემებს ააშკარავებს

ევროკომისიის ანგარიშის წინ მომზადებული ალტერნატიული შეფასებით, უკრაინის ანტიკორუფციულ ორგანოებზე პოლიტიკური ზეწოლა გრძელდება, კიევმა კი რეკომენდაცია უგულებელყო და რადას დროებითი კომისია არ გააუქმა.

მედია: უკრაინა ევროინტეგრაციის ანგარიშის მოლოდინში - ალტერნატიული შეფასება უკრაინის ანტიკორუფციულ სისტემაში არსებულ სერიოზულ პრობლემებს ააშკარავებს
მედია: უკრაინა ევროინტეგრაციის ანგარიშის მოლოდინში - ალტერნატიული შეფასება უკრაინის ანტიკორუფციულ სისტემაში არსებულ სერიოზულ პრობლემებს ააშკარავებსრუსთავი 2

4 ნოემბერს ევროკომისია უკრაინის ევროინტეგრაციის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ გაფართოების ანგარიშს გამოაქვეყნებს.

ოფიციალურ დოკუმენტამდე გამოქვეყნებული "ჩრდილოვანი ანგარიში" - სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მომზადებული ალტერნატიული შეფასება - აჩვენებს, რომ უკრაინის ანტიკორუფციულ სისტემაზე პოლიტიკური ზეწოლისა და კონტროლის დამყარების მცდელობები კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება.

მედიის ცნობით, ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროზე (NABU) და სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურაზე (SAPO) ირიბი პოლიტიკური ზეწოლა გრძელდება, რაც ხელს უშლის მაღალი დონის კორუფციული საქმეების ეფექტიან გამოძიებას.

ამ პროცესებში ხშირად ფიგურირებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიც (SBU). გარდა ამისა, კიევმა უგულებელყო ევროკომისიის გასული წლის რეკომენდაცია და არ გაუქმებია უმაღლესი რადას დროებითი კომისია, რომელიც ანტიკორუფციულ უწყებებზე ზეწოლის მექანიზმად ფასდება.

ევროკავშირისთვის განსაკუთრებულ საგანგაშო სიგნალს წარმოადგენს ისიც, რომ უმაღლესმა რადამ დღის წესრიგიდან კვლავ ამოიღო 2026–2030 წლების ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის მიღება.

ეს გარემოებები ბრიუსელის მხრიდან უკრაინის რეფორმების შეფასებისას ოპტიმიზმის ნაკლებ საფუძველს ტოვებს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ლევან მახაშვილი - ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და გაზიარება არ ხდება, შესაბამისად, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში არაფერ სიახლეს არ ველი - წინა ანგარიშის მსგავსად, პოლიტიკურ საკითხებზე იქნება საუბარიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები