პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ამ ქარტიაზე ხელი რომ მოაწერეს, თავიანთ პატრონებს უთხრეს, რომ კარგი გოგო-ბიჭები და კარგი აგენტები ვართ და თქვენს ნებისმიერ ნათქვამს წაუკითხავადაც მოვაწერთ ხელსო

ნაციონალური მოძრაობა

არჩილ გორდულაძე ოპოზიციას აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ მათ ქარტიას ხელი გაუაზრებლად მოაწერეს, რათა „პატრონებისთვის“ ერთგულება დაემტკიცებინათ. მან ხატია დეკანოიძე ვეტინგთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიშთან დაპირისპირებაშიც დაადანაშაულა.

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ამ ქარტიაზე ხელი რომ მოაწერეს, თავიანთ პატრონებს უთხრეს, რომ კარგი გოგო-ბიჭები და კარგი აგენტები ვართ და თქვენს ნებისმიერ ნათქვამს წაუკითხავადაც მოვაწერთ ხელსო
რუსთავი 2

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარ პოლიტიკურ პარტნიორებს იმის დასამტკიცებლად, რომ "კარგი გოგო-ბიჭები" და მათი ერთგული მხარდამჭერები არიან, მზად არიან, მათ მიერ წაყენებულ მოთხოვნებსა და დოკუმენტებს წაუკითხავადაც დაეთანხმონ და ხელი მოაწერონ. მისი თქმით, მათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობაც კი არ აქვთ.

გორდულაძე გამოეხმაურა ხატია დეკანოიძის განცხადებას ვეტინგთან დაკავშირებით. დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიცია არ აპირებდა პროცესში უცხოელების ჩართვას, მისი თქმით მათ ქართველ იურისტებზე ჰქონდათ აქცენტი.

"საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ ადამიანი, რომელიც პლენუმის წინაშე, დარბაზში შეურაცხყოფას აყენებს მოსამართლეებს და არ ემორჩილება მათ მოთხოვნებს, გარეთ რომ გამოვა, იგივე გააგრძელოს. ისევ და ისევ - ნაცი თავის ბუნებას არასდროს იცვლის, მიუხედავად იმისა, რომ ხან იტყვის რომ ნაცმოძრაობის წევრია და ხანაც იტყვის, რომ არაა.

მათ შორის, ქალბატონი ხატია დეკანოიძე ახლა შეეწინააღმდეგა ევროკომისიის ანგარიშს, სადაც შავით თეთრზეა მითითებული, რომ ვეტინგი უნდა იყოს გამოყენებული საქართველოში და გადამწყვეტი ხმა უნდა ჰქონდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. ახლა გამოვიდეს ქალბატონი ხატია და თქვას, იტყუება თუ არა, ან ეთანხმება თუ არა კომისიის გადაწყვეტილებას. ამაზე არც კი გვიმსჯელიაო.

გუშინ მაგალითად, იმასაც ამტკიცებდნენ, ქარტიას ისე მოვაწერეთ ხელი წაკითხულიც არ გვაქვსო, საერთოდ, პრინციპულ საკითხებზე არ გვიმსჯელიაო. ანუ მსჯელობისა და წაკითხვის გარეშე წარდგნენ საზოგადოების წინაშე და ქართველ ხალხს ეუბნებოდნენ მხარი დაგვიჭირეთო. არა, ისინი ქართველ ხალხს კი არ ელაპარაკებიან, არამედ ამ ქარტიაზე ხელი რომ მოაწერეს, თავიანთ პატრონებს უთხრეს, რომ კარგი გოგო-ბიჭები ვართ, კარგი აგენტები ვართ და თქვენს ნებისმიერ ნათქვამს წაუკითხავადაც მოვაწერთ ხელსო. მათ სასვენი ნიშნების შეცვლის უფლებაც კი არ აქვთ და ეს წარსულშიც გვაქვს ნანახი“, - აღნიშნა გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე: ხატია დეკანოიძე სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია სასამართლოს უპატივცემულობისთვის - ნაცი თავის ბუნებას არასდროს იცვლის
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ხატია დეკანოიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა „ვეტინგთან“ დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების პოზიციას „ქედმაღლობისა და თავხედობის მაგალითი“ უწოდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები