პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ბეშიქთაშის გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ - ბათუმში დაძაბულობაა

„ბათუმი არენაზე“ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ და ნივთები დაუშინეს, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ბეშიქთაშის გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ - ბათუმში დაძაბულობაა
TV პირველი

ბათუმი არენაზე დაძაბულობაა - არსებული ინფორმაციით, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც პოლიციამ სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა.

ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, გულშემატკივრები პოლიციელების მისამართით სხვადასხვა ნივთს ისვრიან. ამ ეტაპზე ზუსტდდება არიან თუ არა დაკავებულები.

მანამდე თურქმა გულშემატკივრებმა სტადიონის შიგნით პალესტინის დროშა გაშალეს და ანტიისრაელური შეძახილები დაიწყეს.

სამართალდამცავებმა მათ დროშა წაართვეს. აღნიშნულ ეპიზოდში ჩანს შეხლა-შემოხლა - თუმცა ვინმეს დაკავების შესახებ ჯერ-ჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ბათუმში ერთმანეთს საფეხბურთო გუნდები -თურქეთის "ბეშიქთაში" და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევა“ დაუპირისპირდებიან.

მატჩის მასპინძელი სტადიონის შეცვლა უეფამ გადაწყვიტა. უეფას განმარტებით, თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე ორგანიზაციას აცნობა, რომ შეხვედრის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იყო. შესაბამის მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის მატჩს საქართველო უმასპინძლებს.

თურქეთსა და ისრაელს შორის პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობები ისრაელ-ღაზის ომის გამო გაუარესდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 2
  1. ფორმულაოპოზიციურიბათუმში, ევროპალიგის მატჩთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების მობილიზებაა
  2. TV პირველიოპოზიციურიბეშიქთაშის გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ - ვითარება ბათუმში
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიბათუმში, კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მსვლელობის დროს რამდენჯერმე ინციდენტი მოხდა
  4. სპორტალინეიტრალური[VIDEO] "ბათუმი არენაზე" "ბეშიქთაშის" ქომაგები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბეშიქთაშის გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ - ვითარება ბათუმშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები