პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ბათუმში, კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მსვლელობის დროს რამდენჯერმე ინციდენტი მოხდა

ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელის“ მატჩის დაწყებამდე, თურქული კლუბის გულშემატკივრები პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და სამართალდამცველებს სხვადასხვა საგნები ესროლეს.

ბათუმში, კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მსვლელობის დროს რამდენჯერმე ინციდენტი მოხდა
ინტერპრესნიუსი

ბათუმში, ევროპის ლიგის მატჩის გამო, სადაც ერთმანეთს თურქეთის „ბეშიქთაში“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევა” ხვდებიან, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ცოტა ხნის წინ ქალაქის ქუჩებში კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მსვლელობა გაიმართა, რა დროსაც რამდენჯერმე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, გულშემატკივრები, სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და პოლიციის მისამართით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ.

ამ დროისთვის ბათუმის ქუჩებში მსვლელობა დასრულებულია, კლუბების გულშემატკივრები ბათუმის სტადიონთან იმყოფებიან და თამაშის დაწყებას ელოდებიან.

შეგახსენებთ, ევროპა ლიგის საერთო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი „ბეშიქთაშსა“ და ბეერ-შევას „ჰაპოელს“ შორის სტამბოლის ნაცვლად ბათუმში იმართება.

უეფა-ს განცხადებით, უსაფრთხოების გამო შეხვედრის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იყო და გადაწყვეტილება ამიტომ იქნა მიღებული.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. ფორმულაოპოზიციურიბათუმში, ევროპალიგის მატჩთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების მობილიზებაა
  2. TV პირველიოპოზიციურიბეშიქთაშის გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ - ვითარება ბათუმში
  3. TV პირველიოპოზიციურიბეშიქთაშის გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ - ბათუმში დაძაბულობაა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დაძაბულობაა ბათუმში თურქეთისა და ისრაელის კლუბების მატჩის გამოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები