სხვადასხვა · 2 ნოემბერი, 19:02
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
ევროპა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი „ბეშიქთაშსა“ და „ჰაპოელს“ შორის 26 ნოემბერს ბათუმში, „ბათუმი არენაზე“ გაიმართება. უეფას გადაწყვეტილებით, შეხვედრა უსაფრთხოების მიზნით სტამბოლის ნაცვლად საქართველოში ჩატარდება.

ევროპა ლიგის საერთო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი „ბეშიქთაშსა“ და ბეერ-შევას „ჰაპოელს“ შორის სტამბოლის ნაცვლად ბათუმში გაიმართება, - ინფორმაცია თურქულმა კლუბმა დაადასტურა.
უეფა იტყობინება, რომ უსაფრთხოების გამო შეხვედრის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იყო და გადაწყვეტილება ამიტომ იქნა მიღებული.
მატჩი მაყურებელთა თანდასწრებით „ბათუმი არენაზე“ 26 ნოემბერს 21:45 საათზე დაიწყება.
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…