პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ლაშა ფარულავა - ვატო ყიფიანსა და „კაწროს“ ხაფანგი დაუგეს და ციხეში ჩატოვეს, ხოლო კობახიძის განცხადება, რომ „ივანიშვილია პირველი“, იყო მესიჯი კრიმინალური სამყაროსთვის - პრემიერს კრიმინალების ეშინია!

ნაციონალური მოძრაობატვ პირველიიუსტიციის სამინისტროქართული ოცნება

ლაშა ფარულავას მტკიცებით, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ივანიშვილი პირველი პირია, კრიმინალებისთვის გაგზავნილი მესიჯი იყო, რადგან პრემიერს მათი ეშინია. მისი თქმით, ყიფიანსა და „კაწროს“ ხაფანგი დაუგეს, რაც „ქოლ-ცენტრებს“ უკავშირდება.

ლაშა ფარულავა - ვატო ყიფიანსა და „კაწროს“ ხაფანგი დაუგეს და ციხეში ჩატოვეს, ხოლო კობახიძის განცხადება, რომ „ივანიშვილია პირველი“, იყო მესიჯი კრიმინალური სამყაროსთვის - პრემიერს კრიმინალების ეშინია!
ინტერპრესნიუსი

ვატო ყიფიანსა და „კაწროს“ ხაფანგი დაუგეს და ციხეში ჩატოვეს, ეს ყველაფერი კი „ქოლ-ცენტრებს“ უკავშირდება, ბიძინა ივანიშვილმა ამ დაჯგუფების დაშლა დაიწყო. ირაკლი კობახიძემ ორი დღის წინ რომ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი და მე ვარ მეორე პირიო, ეს რას ნიშნავდა სინამდვილეში, იცით? ეს იყო მესიჯი კრიმინალური სამყაროსთვის - მე ნუ მირეკავთ, მე ნუ მაწუხებთ, გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებსო. სინამდვილეში ასე იყო, თორემ ირაკლი კობახიძეს კონსტიტუციური იერარქია ნამდვილად არ ეშლება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ციხეებში მომხდარ კრიმინალურ გარჩევებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ფარულავას თქმით, ქვეყანაში შეიქმნა ვითარება, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები კრიმინალებმა ჩაანაცვლეს და ეს კრიმინალები ქვეყნის პრემიერ-მინისტრს აშინებენ, რომელიც, თავის მხრივ, უარყოფს იმ ფაქტს, რომ ის ქვეყნის პირველი პირია.

„როდესაც ვატო ყიფიანი და „კაწრო“ დაიჭირეს, მაშინ დავწერე, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ დაჯგუფების დაშლა დაიწყო ქუჩაში-მეთქი. ვიღაცებს გაეცინათ, მაგრამ ასე მოხდა ზუსტად - მათ ხაფანგი დაუგეს და ციხეში ჩატოვეს. ეს ყველაფერი უკავშირდება „ქოლ-ცენტრებს“ - კრიმინალური დაჯგუფების ორივე მხარე ჩართული იყო ტრანს-ნაციონალურ კიბერდანაშაულში. ლილუაშვილი დააკავეს მაგრამ ეს „ქოლ-ცენტრები“ ისევ გუგუნებს. „ქოლ-ცენტრების“ ოპერირება კი კონკრეტულ სახელებთან და გვარებთან იყო დაკავშირებული. საუბარი იყო ამიკო ჯანელიძეზე, ბერა ივანიშვილზე, კითხვები დაისვა და ამ კითხვების დასმის გამო მან [ბერა ივანიშვილმა] სასამართლოში უჩივლა „ტვ ფორმულასა“ და „ტვ პირველს“. ბოლოს ამ ადამიანებს [ვატო ყიფიანსა და ავთანდილ ბილანიშვილს, იგივე „კაწრო“] ხაფანგი დაუგეს და გლდანის ციხეში შეიყვანეს, იქ კრიმინალური გარჩევა მოხდა, ამ კრიმინალურ გარჩევაში პენიტენციური სამსახურის უფროსი და ციხის უფროსი იყვნენ ჩართული და ამ ყველაფერზე პილატესავით ხელი დაიბანა იუსტიციის მინისტრმა.

არცერთი პირი არ არის დაკავებული, არც პენიტენციური სამსახურის უფროსი, არც გლდანის ციხის უფროსი, გირაოთი გაათავისუფლეს და სახლებში არიან ადამიანები, რომლებმაც ციხეებში კრიმინალური გარჩევა დაუშვეს. ასეთი რაღაც მხოლოდ ფილმებში მაქვს ნანახი.

ირაკლი კობახიძემ ორი დღის წინ რომ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი და მე ვარ მეორე პირიო, ეს რას ნიშნავდა სინამდვილეში, იცით? ეს იყო მესიჯი კრიმინალური სამყაროსთვის - მე ნუ მირეკავთ, მე ნუ მაწუხებთ, გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებსო. სინამდვილეში ასე იყო, თორემ ირაკლი კობახიძეს კონსტიტუციური იერარქია ნამდვილად არ ეშლება. მან ძალიან კარგად იცის კონსტიტუციური იერარქია, მაგრამ ეს გზავნილი იყო კრიმინალური სამყაროსთვის, ისინი ითხოვენ ამ კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებას.

მათ [„ქართულ ოცნებას“] უკვე პრობლემა აქვთ ყველასთან. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას ვეღარ მართავს. როგორც საგარეო თვალსაზრისით არის პრობლემები, ისე არის პრობლემები ქვეყნის შიგნით - არაკომპეტენტურობა, სისტემური და სისტემატური კორუფცია, ყველაფრის უკან მათი ინტერესი დგას, სატრანსპორტო კოლაფსის გამო პური გვიძვირდება, კალაძე კი ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს, ყველგან არაკომპეტენტურობა და ყველგან დანაშაულია.

მეტსაც გეტყვით, სახელმწიფო ინსტიტუტები კრიმინალებმა ჩაანაცვლეს და ეს კრიმინალები ახლა ისე აშინებენ პრემიერ-მინისტრს, რომ ამბობს, მე პირველი პირი არ ვარო. წარმოიდგინეთ, სად მივიდა ჩვენი ქვეყანა - კრიმინალების ეშინია პრემიერ-მინისტრს. ჩვენი ქვეყანა იმ დონეზე დაეცა, რომ უფრო მეტი ძალა აქვს კრიმინალს, ვიდრე იუსტიციის მინისტრს. როდესაც მის უწყებაში ხდება ამხელა კრიმინალური გარჩევა, ადამიანს აწამებენ და ამაში მთელი სისტემაა ჩართული, პასუხისმგებლობას როგორ არ იღებს?!“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში კრიმინალურ დაჯგუფებებს უფრო მეტი გავლენა აქვთ, ვიდრე მინისტრებს - ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადებაც სწორედ ამას ნიშნავს, რომ კრიმინალების ეშინია, პასუხისმგებლობას გაურბის და ივანიშვილს ეფარებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები