ირაკლი კობახიძე – რამდენიმე დღის წინ რვა ისეთი ადამიანი შევიწყალეთ, რომელთა უმეტესობა უმძიმეს ძალადობაში იყო ჩართული და შეთავაზება არის ძალაში, ამ ფონზე ევროპარლამენტის განცხადებები აუხსნელია
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ 8 მოძალადე პირის შეწყალების ფონზე ევროპარლამენტი „აბსურდშია შესული“ და მისი კრიტიკული განცხადებები აუხსნელია.

რამდენიმე დღის წინ რვა ისეთი ადამიანი შევიწყალეთ, რომელთა უმეტესობა უმძიმეს ძალადობაში იყო ჩართული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ამ ფონზე ევროპარლამენტის მხრიდან განცხადებები სრულიად აუხსნელია.
„აბსურდშია შესული კონკრეტულად ევროპარლამენტი ამ შემთხვევაშიც. ძალიან მარტივი განცხადება გვაქვს გაკეთებული. თქვენ ნახეთ, რამდენიმე დღის წინ რვა ისეთი ადამიანი შევიწყალეთ, რომელთა უმეტესობა უმძიმეს ძალადობაში იყო ჩართული. გახსოვთ, კონკრეტული დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედება, როგორ უხეშად და უღირსად უპირისპირდება პოლიციელს ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ინტელექტი საერთოდ არ აქვს და ამით შეიძლება გამართლდეს მისი სამარცხვინო ძალადობრივი ქმედებები და ა.შ. ასეთი ადამიანების მიმართაც კი ამოქმედდა ჰუმანური აქტი და მიუხედავად უმძიმესი ძალადობრივი დანაშუალებისა, ეს ადამიანები გამოვიდნენ გარეთ. ჩვენ ჩვენი დაპირება პირნათლად შევასრულეთ. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულები იყო უმძიმესი თავისი შინაარსით, ეს ადამიანები გავათავისუფლეთ, რადგან პირობას ვიცავთ. საზოგადოებას რასაც დავპირდით, ის შევასრულეთ. მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა, ყველა ეს პატიმარი გათავისუფლდა. ახლა იგივე შეთავაზება არის ძალაში ნებისმიერი მოძალადე პატიმრის მიმართ, ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც სახელმწიფოს, ხელისუფლების დამხობას ცდილობდა. ამ ფონზე, როცა ასეთი განცხადებები კეთდება ევროპარლამენტის მხრიდან, სრულიად აუხსნელია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) ჯგუფმა მოამზადა რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით: „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ „მკაცრად გმობენ პაატა ბურჭულაძისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის სხვა პოლიტპატიმრების პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობას, მოითხოვენ მათ დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას“. რეზოლუციის პროექტში ასევე წერია, რომ „პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა წარმოადგენს „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად სასამართლოს გამოყენების მაგალითს“.
ევროპარლამენტში ამ საკითხზე რეზოლუციის კიდევ რამდენიმე პროექტია მომზადებული, რომელთა ირგვლივაც დებატები გუშინ გაიმართა, რეზოლუციის შეჯერებულ პროექტს კი დღეს უყრიან კენჭს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტი აბსურდშია შესული!
პრემიერი: 8 ისეთი ადამიანი შევიწყალეთ, რომელთა უმეტესობა უმძიმეს ძალადობაში იყო ჩართული, იგივე შეთავაზება ძალაშია ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც სახელმწიფოს დამხობას ცდილობდა. ამ ფონზე ასეთი განცხადებები ევროპარლამენტის მხრიდან აუხსნელია
პრემიერი: “რამდენიმე დღის წინ 8 ისეთი ადამიანი შევიწყალეთ, რომელთა უმეტესობა უმძიმეს ძალადობაში იყო ჩართული. იგივე შეთავაზება ძალაშია ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც სახელმწიფოს, ხელისუფლების დამხობას ცდილობდა. ამ ფონზე, ასეთი განცხადებები ევროპარლამენტის მხრიდან სრულიად აუხსნელია”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…