პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტი აბსურდშია შესული!

ქართული ოცნება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტი აბსურდშია შესული, ხოლო შეწყალებასთან დაკავშირებით შეთავაზება ძალაშია ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას ცდილობდა.

ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტი აბსურდშია შესული!
ინტერპრესნიუსი

ევროპარლამენტი აბსურდშია შესული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტში გამართული დებატებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეწყალებასთან დაკავშირებით შეთავაზება ნებისმიერი პატიმრის მიმართ ძალაშია.

„ამ შემთხვევაში ევროპარლამენტი აბსურდშია შესული. ძალიან მარტივი განცხადება გვაქვს გაკეთებული. თქვენ რამდენიმე დღის წინ ნახეთ, რომ 8 ისეთი ადამიანი შევიწყალეთ, რომელთა უმეტესობა უმძიმეს ძალადობაში იყო ჩართული. თქვენ გახსოვთ კონკრეტული დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედება - როგორ უხეშად და უღირსად უპირისპირდება პოლიციელს ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ინტელექტი საერთოდ არ აქვს და ამით შეიძლება გამართლდეს მისი სამარცხვინო ძალადობრივი ქმედებები და ა.შ. ასეთი ადამიანების მიმართაც კი ამოქმედდა ჰუმანური აქტი და მიუხედავად უმძიმესი ძალადობრივი დანაშაულებისა, ეს ადამიანები გამოვიდნენ გარეთ. ჩვენ ჩვენი დაპირება პირნათლად შევასრულეთ. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულები იყო უმძიმესი თავისი შინაარსით, ეს ადამიანები ჩვენ გავათავისუფლეთ, იმიტომ, რომ პირობას ვიცავთ. რასაც დავპირდით საზოგადოებას, ის შევასრულეთ. მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა, ყველა ეს პატიმარი გათავისუფლდა. ახლა იგივე შეთავაზება არის ძალაში ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას ცდილობდა. ამ ფონზე, როდესაც ევროპარლამენტის მხრიდან ასეთი განცხადება კეთდება, სრულიად აუხსნელია,“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გუშინ გაიმართა. დღეს ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტზე, "პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“, კენჭისყრა გაიმართება.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: „არიან ახალგაზრდები, რომლებსაც მარტივად შეუძლიათ, დატოვონ საპატიმრო დაწესებულება მონანიებით, რაც გააკეთა 8 ადამიანმა, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები მაქსიმალურად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დატოვონ ციხეში, – არ აინტერესებთ არც ახალგაზრდების ბედი, არც არაფერი. ჩვენ გვაინტერესებს თითოეული ადამიანის ბედი“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები