პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: 8 ისეთი ადამიანი შევიწყალეთ, რომელთა უმეტესობა უმძიმეს ძალადობაში იყო ჩართული, იგივე შეთავაზება ძალაშია ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც სახელმწიფოს დამხობას ცდილობდა. ამ ფონზე ასეთი განცხადებები ევროპარლამენტის მხრიდან აუხსნელია

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 8 მოძალადე პირი შეიწყალეს და იგივე შეთავაზება ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ბრალდებულებზეც ვრცელდება, რის გამოც ევროპარლამენტის პოზიციას „სრულიად აუხსნელს“ უწოდებს.

პრემიერი: 8 ისეთი ადამიანი შევიწყალეთ, რომელთა უმეტესობა უმძიმეს ძალადობაში იყო ჩართული, იგივე შეთავაზება ძალაშია ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც სახელმწიფოს დამხობას ცდილობდა. ამ ფონზე ასეთი განცხადებები ევროპარლამენტის მხრიდან აუხსნელია
რუსთავი 2

რამდენიმე დღის წინ 8 ისეთი ადამიანი შევიწყალეთ, რომელთა უმეტესობა უმძიმეს ძალადობაში იყო ჩართული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით კითხვის პასუხად განუცხადა.

პრემიერის თქმით, ამ ფონზე, როცა ასეთი განცხადებები კეთდება ევროპარლამენტის მხრიდან, არის სრულიად აუხსნელი.

"აბსურდშია შესული კონკრეტულად ევროპარლამენტი ამ შემთხვევაშიც. ძალიან მარტივი განცხადება გვაქვს გაკეთებული. თქვენ ნახეთ, რამდენიმე დღის წინ 8 ისეთი ადამიანი შევიწყალეთ, რომელთა უმეტესობა უმძიმეს ძალადობაში იყო ჩართული. გახსოვთ, კონკრეტული დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედება, როგორ უხეშად და უღირსად უპირისპირდება პოლიციელს ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ინტელექტი საერთოდ არ აქვს და ამით შეიძლება გამართლდეს მისი სამარცხვინო ძალადობრივი ქმედებები და ა.შ. ასეთი ადამიანების მიმართაც კი ამოქმედდა ჰუმანური აქტი და მიუხედავად უმძიმესი ძალადობრივი დანაშაულებისა, ეს ადამიანები გამოვიდნენ გარეთ.

ჩვენ ჩვენი დაპირება პირნათლად შევასრულეთ. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულები იყო უმძიმესი თავისი შინაარსით, ეს ადამიანები ჩვენ გავათავისუფლეთ იმიტომ, რომ პირობას ვიცავთ. რასაც დავპირდით საზოგადოებას, ის შევასრულეთ. მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა, ყველა ეს პატიმარი გათავისუფლდა. ახლა იგივე შეთავაზება არის ძალაში ნებისმიერი მოძალადე პატიმრის მიმართ, ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც სახელმწიფოს, ხელისუფლების დამხობას ცდილობდა. ამ ფონზე, როცა ასეთი განცხადებები კეთდება ევროპარლამენტის მხრიდან, არის სრულიად აუხსნელი", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტი აბსურდშია შესული!
  2. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – რამდენიმე დღის წინ რვა ისეთი ადამიანი შევიწყალეთ, რომელთა უმეტესობა უმძიმეს ძალადობაში იყო ჩართული და შეთავაზება არის ძალაში, ამ ფონზე ევროპარლამენტის განცხადებები აუხსნელია
  3. POSTVსამთავრობოპრემიერი: “რამდენიმე დღის წინ 8 ისეთი ადამიანი შევიწყალეთ, რომელთა უმეტესობა უმძიმეს ძალადობაში იყო ჩართული. იგივე შეთავაზება ძალაშია ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც სახელმწიფოს, ხელისუფლების დამხობას ცდილობდა. ამ ფონზე, ასეთი განცხადებები ევროპარლამენტის მხრიდან სრულიად აუხსნელია”
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: „არიან ახალგაზრდები, რომლებსაც მარტივად შეუძლიათ, დატოვონ საპატიმრო დაწესებულება მონანიებით, რაც გააკეთა 8 ადამიანმა, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები მაქსიმალურად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დატოვონ ციხეში, – არ აინტერესებთ არც ახალგაზრდების ბედი, არც არაფერი. ჩვენ გვაინტერესებს თითოეული ადამიანის ბედი“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები