პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: “რამდენიმე დღის წინ 8 ისეთი ადამიანი შევიწყალეთ, რომელთა უმეტესობა უმძიმეს ძალადობაში იყო ჩართული. იგივე შეთავაზება ძალაშია ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც სახელმწიფოს, ხელისუფლების დამხობას ცდილობდა. ამ ფონზე, ასეთი განცხადებები ევროპარლამენტის მხრიდან სრულიად აუხსნელია”

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის განცხადებებს აუხსნელი უწოდა და განაცხადა, რომ 8 მოძალადე პირის შეწყალების შემდეგ, იგივე შეთავაზება ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ჩართულ ნებისმიერ პატიმარზეც ვრცელდება.

პრემიერი: “რამდენიმე დღის წინ 8 ისეთი ადამიანი შევიწყალეთ, რომელთა უმეტესობა უმძიმეს ძალადობაში იყო ჩართული. იგივე შეთავაზება ძალაშია ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც სახელმწიფოს, ხელისუფლების დამხობას ცდილობდა. ამ ფონზე, ასეთი განცხადებები ევროპარლამენტის მხრიდან სრულიად აუხსნელია”
POSTV

“აბსურდშია შესული, კონკრეტულად, ევროპარლამენტი ამ შემთხვევაშიც. ძალიან მარტივი განცხადება გვაქვს გაკეთებული. თქვენ ნახეთ, რომ რამდენიმე დღის წინ 8 ისეთი ადამიანი შევიწყალეთ, რომელთა უმეტესობა უმძიმეს ძალადობაში იყო ჩართული”, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით კითხვის პასუხად.

„გახსოვთ კონკრეტული დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედება, რა უხეშად და უღირსად უპირისპირდება პოლიციელს ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ინტელექტი საერთოდ არ აქვს და ამით შეიძლება გამართლდეს მისი სამარცხვინო ძალადობრივი ქმედებები და ა.შ.

ასეთი ადამიანების მიმართაც კი ამოქმედდა ჰუმანური აქტი და, მიუხედავად უმძიმესი ძალადობრივი დანაშუალებისა, ეს ადამიანები გარეთ გამოვიდნენ.

ჩვენ ჩვენი დაპირება პირნათლად შევასრულეთ. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულები იყო უმძიმესი თავისი შინაარსით, ეს ადამიანები ჩვენ გავათავისუფლეთ იმიტომ, რომ პირობას ვიცავთ. რასაც დავპირდით საზოგადოებას, ის შევასრულეთ. მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა, ყველა ეს პატიმარი გათავისუფლდა.

ახლა იგივე შეთავაზება ძალაშია ნებისმიერი მოძალადე პატიმრის მიმართ, ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც სახელმწიფოს, ხელისუფლების დამხობას ცდილობდა. ამ ფონზე, როცა ასეთი განცხადებები კეთდება ევროპარლამენტის მხრიდან, არის სრულიად აუხსნელი“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტი აბსურდშია შესული!
  2. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: 8 ისეთი ადამიანი შევიწყალეთ, რომელთა უმეტესობა უმძიმეს ძალადობაში იყო ჩართული, იგივე შეთავაზება ძალაშია ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც სახელმწიფოს დამხობას ცდილობდა. ამ ფონზე ასეთი განცხადებები ევროპარლამენტის მხრიდან აუხსნელია
  3. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – რამდენიმე დღის წინ რვა ისეთი ადამიანი შევიწყალეთ, რომელთა უმეტესობა უმძიმეს ძალადობაში იყო ჩართული და შეთავაზება არის ძალაში, ამ ფონზე ევროპარლამენტის განცხადებები აუხსნელია
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: „არიან ახალგაზრდები, რომლებსაც მარტივად შეუძლიათ, დატოვონ საპატიმრო დაწესებულება მონანიებით, რაც გააკეთა 8 ადამიანმა, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები მაქსიმალურად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დატოვონ ციხეში, – არ აინტერესებთ არც ახალგაზრდების ბედი, არც არაფერი. ჩვენ გვაინტერესებს თითოეული ადამიანის ბედი“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები