ნანა ქავთარაშვილი: საქართველო გამოფხიზლდი სანამ გვიანი არაა!
ნანა ქავთარაშვილი: და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, მილანში დუომოს მოედანზე საშობაო ნაძვის ხე გაამზადეს და მას “L’Albero del Dono” უწოდეს, რაც ნიშნავს არა საშობაო ნაძვის ხეს, არამედ “საჩუქარი ნაძვის ხე”, რომ მუსულმანი მიგრანტები არ გაანაწყენონ. საქართველო გამოფხიზლდი სანამ გვიანი არაა!

ოპერის მომღერალი ნანა ქავთარაშვილი:
ირანში, 29 წლის მომღერალ პარასტუ აჰმადის 2024 წლის დეკემბერში YouTube-ზე გადაცემული კონცერტის დროს თავსაბურავის გარეშე შესრულებისთვის 74-ჯერ გაროზგეს.
74 დარტყმის გარდა, მომღერალს კიდევ ორი სასჯელი მიესაჯა: ორი წლის განმავლობაში ნებისმიერი მხატვრული საქმიანობის სრული აკრძალვა და იმავე პერიოდის განმავლობაში ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა.
ავღანეთში ქალებს სახელები ჩამოართვესდა ყველა მათგანს ბიბი ერქმევა. ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე ბალხის პროვინციაში ხელისუფლება კრძალავს ქალთა სახელების გამოყენებას ოფიციალურ დოკუმენტებში, ხელისუფლებამ არა მხოლოდ საავადმყოფოს პერსონალს და სხვა საჯარო მოხელეებს უბრძანა, შეეწყვიტათ ქალების სახელების დაწერა და წარმოთქმა, არამედ ყველას „ბიბის“ მოხსენიება ურჩია. „ერთადერთი მიზნით, რომ უარი თქვან მათ ადამიანურობაზე“.
და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, მილანში დუომოს მოედანზე საშობაო ნაძვის ხე გაამზადეს და მას “L’Albero del Dono” უწოდეს, რაც ნიშნავს არა საშობაო ნაძვის ხეს, არამედ “საჩუქარი ნაძვის ხე”, რომ მუსულმანი მიგრანტები არ გაანაწყენონ.
საქართველო გამოფხიზლდი სანამ გვიანი არაა!



მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…