პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

კუშნერი: პუტინმა თავშეკავება გამოიჩინა, რადგან უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი არ გამოიყენა

დონალდ ტრამპის სიძემ, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა თავშეკავება გამოიჩინა, რადგან უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი არ გამოიყენა და ვაშინგტონი დაარწმუნა, რომ ეს მის გეგმებში არ შედის.

კუშნერი: პუტინმა თავშეკავება გამოიჩინა, რადგან უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი არ გამოიყენა
იმედინიუსი

დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა და სიძემ, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომში თავშეკავება გამოიჩინა, რადგან ძალის მაქსიმალურ გამოყენებას - ბირთვულ დარტყმებს - მოერიდა.

ამის შესახებ კუშნერმა მედიაჰოლდინგ Axel Springer-ის აღმასრულებელ დირექტორთან, მატიას დოპფნერთან პოდკასტში ისაუბრა. მისი თქმით, პუტინმა „ბირთვული იარაღის გამოუყენებლობაზე თანხმობა განაცხადა“ და ვაშინგტონი დაარწმუნა, რომ მის გეგმებში ეს არ შედის, რაც, კუშნერის შეფასებით, „ძალიან მნიშვნელოვანია“.

კუშნერმა პუტინი „პოლიტიკის დიდოსტატად“ და „ისტორიულ ფიგურად“ მოიხსენია, თუმცა, ამავდროულად, უკრაინის როლსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ უკრაინელების „სიმამაცე, გამბედაობა და შესაძლებლობები ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიაა, რაც ბოლო მრავალი ათწლეულის განმავლობაში გვინახავს“.

სპეციალური წარმომადგენლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „მცირე შეცდომაც კი საკმარისია“ ვითარების მკვეთრი ესკალაციისთვის, ის კვლავ მიიჩნევს, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია.

„დროს უკან ვერ გადავახვევთ, არა? ამიტომ ამაზე გოლფის ანალოგიით ვფიქრობ: ბურთი იქიდან უნდა გავათამაშოთ, სადაც ის გაჩერდა“, - დასძინა მან.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჯარედ კუშნერი: პირველ რიგში, პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა განსაზღვროს, შეესაბამება თუ არა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა ამერიკის ინტერესებს - მეორეც, ზელენსკი პატივისცემითა და კეთილგანწყობით უნდა ურთიერთობდეს მასთან, რათა გაარკვიოს, მზად არის თუ არა პრეზიდენტი ტრამპი, ამ ნაბიჯზე წავიდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები