პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ბალაშოვისგან გვქონდა დაპირება, რომ რუსეთი შვიდივე ქართულ კომპანიას სანქციებს მოუხსნიდა - კობახიძე

ტელეიმედი

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსგან იყო დაპირება, რომ რუსეთი 7 ქართულ კომპანიას სანქციებს მოუხსნიდა, თუმცა პოზიცია შეიცვალა და კიდევ ორი კომპანიის დასანქცირება დაანონსდა.

ბალაშოვისგან გვქონდა დაპირება, რომ რუსეთი შვიდივე ქართულ კომპანიას სანქციებს მოუხსნიდა - კობახიძე
BM.GE

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართულ მხარეს მოლოდინი ჰქონდა, რომ რუსეთი ქართულ კომპანიებს სანქციების სიიდან ამოიღებდა, რადგან მათ ამის შესახებ "რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" თავმჯდომარემ, იური ბალაშოვმა განუცხადათ.

საქმე ისაა, რომ გიორგი ზურაბაშვილმა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა, 25 ნოემბერს "იმედის" ეთერში რუსეთის მიერ კიდევ ორი ქართული კომპანიის დასანქცირება დააანონსა.

როგორც ზურაბაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე მისი მთავარი მიზანი მოსკოვის მიერ ღვინის შვიდი ქართული კომპანიისთვის დაწესებული შეზღუდვების საკითხის განხილვა და ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება იყო, თუმცა, სანაცვლოდ, რუსეთის წარმომადგენელმა მიხეილ გალუზინმა კიდევ ორი კომპანია დაუსახელა, რომლისთვისაც რუსეთი ემბარგოს დაწესებას აპირებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ვიდრე გიორგი ზურაბაშვილი მიხეილ გალუზინს შეხვდებოდა, ქართულ მხარეს შეხვედრა მიხეილ ბალაშოვთან ჰქონდა, რომლის ინფორმაციითაც რუსეთს მანამდე დასანქცირებული შვიდივე კომპანია სანქციებისგან უნდა გაეთავისუფლებინა.

"თბილისში იყო ტექნიკური დონის მოლაპარაკებები, სადაც [იური ბალაშოვთან] საუბარი გვქონდა სწორედ ღვინის საკითხზე. მისი მხრიდან იყო დაპირება, რომ წლის ბოლომდე ყველა კომპანია სანქციების სიიდან ამოღებული იქნებოდა. თუმცა, მოგვიანებით მისი პოზიციაც შეიცვალა და შემდეგ უკვე გალუზინთან შეხვედრაზეც ანალოგიური პოზიცია მოვისმინეთ, რაც აბსოლუტურად გაუგებარი იყო. თავიდან იყო ერთი დაპირება, შემდეგ ეს შეიცვალა, სამწუხაროა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, გიორგი ზურაბაშვილსა და მიხეილ გალუზინს შორის შეხვედრა მინსკში, 19 ნოემბერს გაიმართა.

რაც შეეხება რუსეთის მიერ ქართული პროდუქტის იმპორტის შეზღუდვას, შვიდი ქართული კომპანიის დასანქცირების შესახებ რუსულ მედიაში ინფორმაცია 10 ოქტომბერს გავრცელდა. დასანქცირდნენ როგორც ღვინის, ისე მინერალური წყლების მწარმოებლები და "კოკა-კოლა".

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 3
  1. BM.GEოპოზიციურიაბსურდულია საბაბი, რომლითაც რუსეთმა ღვინის 7 კომპანია შეიყვანა სანქციების სიაში - ირაკლი კობახიძე
  2. BM.GEოპოზიციურიკობახიძე რუსეთის მიერ შვიდი ქართული კომპანიის დასანქცირების საბაბს "აბსურდულს" უწოდებს
  3. BM.GEოპოზიციურიგვქონდა დაპირება, რომ რუსეთი შვიდივე ქართულ კომპანიას სანქციებს მოუხსნიდა - კობახიძე
  4. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: სპეცწარმომადგენელმა ახსენა 3 საკითხი, რომელიც დააყენა ბატონმა გალუზინმა - ღვინის ხარისხი, უკრაინის სასარგებლოდ ომის დაფინანსება და რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდაში კომპანიების ჩართულობა. შვიდივე კომპანიის შემთხვევაში სამივე პუნქტი აბსურდია
  5. იმედინიუსისამთავრობოპრემიერი: საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ნებისმიერი მოლაპარაკებების შინაარსის თაობაზე, ეს პრინციპი უნდა იყოს უზრუნველყოფილი რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაშიც, სპეცწარმომადგენელმა ახსენა 3 საკითხი, რომელიც დააყენა ბატონმა გალუზინმა - ღვინის ხარისხი, უკრაინის სასარგებლოდ ომის დაფინანსება და რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდაში კომპანიების ჩართულობა - შვიდივე კომპანიის შემთხვევაში სამივე ეს პუნქტი არის სრული აბსურდი
  6. POSTVსამთავრობოპრემიერი: “საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ნებისმიერი მოლაპარაკებების შინაარსის თაობაზე. ეს პრინციპი უნდა იყოს უზრუნველყოფილი რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაშიც. სპეცწარმომადგენელმა ახსენა 3 საკითხი, რომელიც დააყენა ბატონმა გალუზინმა – ღვინის ხარისხი, უკრაინის სასარგებლოდ ომის დაფინანსება და რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდაში კომპანიების ჩართულობა – შვიდივე კომპანიის შემთხვევაში, სამივე ეს პუნქტი არის სრული აბსურდი”
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გალუზინმა ღვინის კიდევ ორი ქართული კომპანიის დასანქცირება დააანონსა - ზურაბაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები