გალუზინმა ღვინის კიდევ ორი ქართული კომპანიის დასანქცირება დააანონსა - ზურაბაშვილი
საქართველოს პრემიერის წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას გეგმავს, რასაც მან უსაფუძვლო და პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდა.

რუსეთი ღვინის კიდევ ორი ქართული კომპანიის დასანქცირებას გეგმავს. ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა „იმედის“ ეთერში რუსეთის წარმომადგენელ მიხეილ გალუზინთან მისი პირველი შეხვედრის შინაარსსა და შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
ზურაბაშვილის განცხადებით, ამ შეხვედრაზე მისი მთავარი მიზანი მოსკოვის მიერ ღვინის შვიდი ქართული კომპანიისთვის დაწესებული შეზღუდვების საკითხის განხილვა და ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება იყო.
როგორც პრემიერის სპეცწარმომადგენელმა აღნიშნა, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ შეზღუდვები იქვე მოიხსნებოდა, თუმცა ამის ნაცვლად გალუზინმა დამატებით ორი ქართული კომპანიის დასანქცირების განზრახვა გააცნო.
ზურაბაშვილის განცხადებით, იგი ამ სიახლით "გაოცებული და გაოგნებული" იყო. პრემიერის სპეცწარმომადგენლის შეფასებით, ქართული კომპანიების მიმართ რუსეთის ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა და შესაბამისად, აქ საქმე პოლიტიკურ საკითხთან გვაქვს.
"ნაცვლოდ იმისა, რისი მოლოდინიც მე მქონდა - რომ სანქციები და შეზღუდვები იქვე მოიხსნებოდა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ აპირებენ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას. რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით, რადგან ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლო და არარელევანტურია. გალუზინმა ვერცერთი ფაქტი ვერ დამიდო ვერც პროდუქციის ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია [ღვინის ქართული კომპანიების მიერ] უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა. ქართულ ღვინოს მაღალი რეპუტაცია, ხარისხი, საერთაშორისო სერტიფიკატები და ლიცენზიები აქვს, ამიტომ ხარისხზე აპელირებას საფუძველი არ გააჩნია. რაც შეეხება ანტირუსულ პროპაგანდას, ესეც აბსოლუტურად უსაფუძვლოა, მსგავსი არაფერი ხდება. ასე, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხი, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია“, - აღნიშნა "იმედის'' ეთერში პრემიერის სპეცწარმომადგენელმა.
ცნობისთვის: 10 ოქტომბერს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ბაზარზე შვიდი ქართული კომპანიის პროდუქციის აკრძალვის შესახებ. ჩამონათვალში დასახელდნენ „ნაბეღლავი“, „კოკა-კოლა“, „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „ვაინმენი“, „ასკანელი ძმები“ და „ქართული ლუდის კომპანია“.
ამის შემდეგ, 27 ოქტომბერს პრორუსმა ბიზნესმენმა, “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერმა მამუკა ფიფიამ bm.ge-სთან თქვა, რომ რუსეთმა სასმელის შეტანა კიდევ 3 კომპანიას შეუზღუდა.
რაც შეეხება ზურაბაშვილი-გალუზინის პირველ შეხვედრას, რომელიც რუსეთის მოკავშირე ბელორუსის დედაქალაქ მინსკში გაიმართა, ადგილის გარდა, მას "აბაშიძე-კარასინის" პრაღის შეხვედრების ფორმატისგან ისიც განასხვავებს, რომ ქართული მხარის წარმომადგენელს პრემიერის სპეცწარმომადგენლის სტატუსის გარდა, საქართველოს ხელისუფლებაში ოფიციალური თანამდებობაც უკავია - კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების ოპონენტები ამ ფორმატს ფაქტობრივად, ქვეყნებს შორის პირდაპირი დიალოგის აღდგენად აფასებენ. აღსანიშნავია, რომ ასე შეაფასა შეხვედრა რუსეთმაც, კერძოდ - რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
12 სტატიაგიორგი ზურაბაშვილი: მოლოდინი მქონდა, რომ ღვინოზე სანქციები და შეზღუდვები იქვე მოიხსნებოდა, ნაცვლად ამისა ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქციერაბას აპირებენ. რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული
გიორგი ზურაბაშვილი: მოლოდინი მქონდა, რომ ღვინოზე სანქციები და შეზღუდვები იქვე მოიხსნებოდა, ნაცვლად ამისა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქციერაბას აპირებენ. რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული
გიორგი ზურაბაშვილი: “მოლოდინი მქონდა, რომ ღვინოზე სანქციები და შეზღუდვები იქვე მოიხსნებოდა, ნაცვლად ამისა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებენ. რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული”
"ჩვენთვის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბზარზე" - გიორგი ზურაბაშვილი მიხაილ გალუზიანთან შეხვედრაზე
გიორგი ზურაბაშვილი - მოლოდინი მქონდა, რომ სანქციები მოიხსნებოდა, ნაცვლად ამისა, გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ 2 ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებენ, ვიყავი გაოცებული და გაოგნებული - ვერცერთი ფაქტი ვერ დამიდო ვერც იმ ბრალდებებზე, რასაც უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა ჰქვია
გიორგი ზურაბაშვილი - მოლოდინი მქონდა, სანქციები მოიხსნებოდა, მაგრამ გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ 2 ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებენ, ვიყავი გაოცებული და გაოგნებული - ფაქტი ვერ დამიდო ვერც იმ ბრალდებებზე, რასაც უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა ჰქვია
გიორგი ზურაბაშვილი – გალუზინთან შეხვედრაზე პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე, მან კი მაცნობა, რომ ქართული ღვინის კიდევ ორ კომპანიაზეა საუბარი, რომლის დასანქცირებასაც აპირებენ
ზურაბაშვილი ამბობს, რომ გალუზინის დაყენებული საკითხებით გაოგნებულია, თუმცა დიალოგს გააგრძელებს
ზურაბაშვილი: რუსეთი ღვინის კიდევ ორი ქართული კომპანიის დასანქცირებას გეგმავს
,, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით, იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება” – ზურაბაშვილი გალუზინთან შეხვედრის დეტალებზე
გალუზინმა დამატებით ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირება დააანონსა - ზურაბაშვილი
გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ 2 ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებენ, გაოცებული და გაოგნებული ვარ - ზურაბაშვილი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…