პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

აბსურდულია საბაბი, რომლითაც რუსეთმა ღვინის 7 კომპანია შეიყვანა სანქციების სიაში - ირაკლი კობახიძე

ტელეიმედი

ირაკლი კობახიძე სრულ აბსურდს უწოდებს რუსეთის მიერ 7 ქართული კომპანიის დასანქცირების საბაბს და აცხადებს, რომ მოლაპარაკებების შედეგად სიის გაუქმების ნაცვლად კიდევ ორი კომპანიის დამატებაზე მიიღეს ინფორმაცია.

აბსურდულია საბაბი, რომლითაც რუსეთმა ღვინის 7 კომპანია შეიყვანა სანქციების სიაში - ირაკლი კობახიძე
BM.GE

ირაკლი კობახიძე რუსული მხარის მიერ შვიდი ქართული კომპანიის პროდუქციის იმპორტის აკრძალვის მიზეზებს აბსურდულს უწოდებს. მისი შეფასებით, რუსეთის მიერ დასახელებული გარემოებები შვიდივე კომპანიასთან მიმართებით უსაფუძვლოა, ხოლო ქართულ მხარეს მოლოდინი ჰქონდა, რომ მოლაპარაკებების შედეგად შეზღუდვები სრულად მოიხსნებოდა.

"პირველ რიგში მივესალმები სპეცწარმნიმადგენლის მიერ საზოგადოების ინფორმირებას. გამჭვირვალობა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ჩემი სპეცწარმომადგენლის შეფასებას, მე ამ შეფასებას ბუნებრივია ვიზიარებ. ჩვენი მოლოდინი კონკრეტულად ღვინის საკითხთან დაკავშირებით იყო, რომ უმარტივესად უნდა მოგვარებულიყო. სპეცწარმომადგენელმა ახსენა სამი საკითხი, რომელიც ბატომა გალუზინმა დააყენა - ღვინის საკითხი, უკრაინის სასარგებლოდ ომის დაფინანსება და რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდაში კომპანიების ჩართულობა. შვიდივე კომპანიის შემთხვევაში ეს სამივე პუნქტი არის სრული აბსურდი. შესაბამისად, სრულიად აბსურდულია ის საბაბი, რომლითაც 7 კომპანია შეიყვანეს ერთგვარი სანქციების სიაში. ჩვენი მოლოდინი იყო ძალიან მარტივად, ამ მოლაპარაკებების საფუძველზე ამ სიის სრული ანულირება, თუმცა ამის სანაცვლოდ, ბატონი გალუზინის მხრიდან გაგვიზიარეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გარკვეული კომპანიები შეიძლება ამოვიდეს სიიდან, შეიძლება ორი კომპანია დაემატოს, რაც აბსოლუტურად არასწორი დამოკიდებულებაა. ამ სიის შედგენაც არასწორი დამოკიდებულების გამოვლინება იყო. ეს ახალი დამოკიდებულებაც იგივე შეფასების საგანია, რაც ჩვენთვის გასაოცარია",- ამბობს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის: როგორც გიორგი ზურაბაშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა, გალუზინთან საუბრამდე მას ჰქონდა მოლოდინი, რომ ქართული კომპანიების მიმართ სანქციები მოიხსნებოდა, თუმცა ამის ნაცვლად შეხვედრაზე შეიტყო, რომ რუსეთის მხარე კიდევ ორი ქართული კომპანიის დასანქცირებას გეგმავდა.

„რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული“, - განაცხადა ზურაბაშვილმა "იმედის" ეთერში გალუზინთან შეხვედრის შინაარსსა და შედეგებზე საუბრისას.

შეგახსენებთ: 10 ოქტომბერს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ბაზარზე შვიდი ქართული კომპანიის პროდუქციის აკრძალვის შესახებ. ჩამონათვალში დასახელდნენ „ნაბეღლავი“, „კოკა-კოლა“, „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „ვაინმენი“, „ასკანელი ძმები“ და „ქართული ლუდის კომპანია“. ამის შემდეგ, 27 ოქტომბერს პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერმა, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ bm.ge-სთან საუბარში თქვა, რომ რუსეთმა თავის ბაზარზე სასმელის შეტანა კიდევ 3 კომპანიას შეუზღუდა.

რაც შეეხება ზურაბაშვილი-გალუზინის პირველ შეხვედრას, რომელიც 19 ნოემბერს რუსეთის მოკავშირე ბელორუსის დედაქალაქ მინსკში რუსეთ-საქართველოს განახლებული პირდაპირი დიალოგის ფარგლებში გაიმართა, ადგილის გარდა, მას "აბაშიძე-კარასინის" პრაღის შეხვედრების ფორმატისგან ის მნიშვნელოვანი დეტალიც განასხვავებს, რომ ქართული მხარის წარმომადგენელს პრემიერის სპეცწარმომადგენლის სტატუსის გარდა, საქართველოს ხელისუფლებაში ოფიციალური თანამდებობაც უკავია - კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა.

ამ გარემოების გათვალისწინებით, ხელისუფლების ოპონენტები ახალ ფორმატს საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინაპირობად აფასებენ.

აღსანიშნავია, რომ თავად რუსეთში ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრა "დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენადაც" კი შეფასდა - შესაბამისი შინაარსის განცხადება რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკეთა.

ამასთან, რუსული მხარის ინფორმაციით, მხარეებმა „სიღრმისეულად განიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები“, მათ შორის - უსაფრთხოების თემები, რაც მანამდე პირდაპირი დიალოგის ფარგლებში განსახილველ თემებს შორის არ იყო და ჟენევის დისკუსიების ფორმატს განეკუთვნებოდა.

19 ნოემბრის შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის - ბელორუსის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა მაქსიმ რიჟენკოვმა კი მინსკში ქართულ-რუსული დიალოგის გაგრძელება დააანონსა. 19 ნოემბრის შემდეგ განვლილი დღეების განმავლობაში ეს ინფორმაცია არც თბილისს დაუდასტურებია, არც მოსკოვს.

თუმცა როგორც ახლა "იმედის" ეთერში გიორგი ზურაბაშვილმა განაცხადა, პირველ შეხვედრაზე რუსული მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიციის "გამაოცებლობისა და გამაოგნებლობის" მიუხედავად, იგი დიალოგის გაგრძელების მომხრეა და ამას აუცილებლობად მიიჩნევს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. BM.GEოპოზიციურიკობახიძე რუსეთის მიერ შვიდი ქართული კომპანიის დასანქცირების საბაბს "აბსურდულს" უწოდებს
  2. იმედინიუსისამთავრობოპრემიერი: საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ნებისმიერი მოლაპარაკებების შინაარსის თაობაზე, ეს პრინციპი უნდა იყოს უზრუნველყოფილი რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაშიც, სპეცწარმომადგენელმა ახსენა 3 საკითხი, რომელიც დააყენა ბატონმა გალუზინმა - ღვინის ხარისხი, უკრაინის სასარგებლოდ ომის დაფინანსება და რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდაში კომპანიების ჩართულობა - შვიდივე კომპანიის შემთხვევაში სამივე ეს პუნქტი არის სრული აბსურდი
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი ზურაბაშვილი - მოლოდინი მქონდა, სანქციები მოიხსნებოდა, მაგრამ გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ 2 ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებენ, ვიყავი გაოცებული და გაოგნებული - ფაქტი ვერ დამიდო ვერც იმ ბრალდებებზე, რასაც უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა ჰქვიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები