პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მშობლად გახდომის უფლება მართლაც წმინდათა წმინდა და მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სუროგაციასთან დაკავშირებული ბავშვთა და ქალთა ტრეფიკინგის რისკების დაზღვევა ძალიან რთულად ესახებათ და ამ საფრთხეებზე თვალის დახუჭვა დაუშვებელია.

მშობლად გახდომის უფლება მართლაც წმინდათა წმინდა და მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის
შენი ექიმი

საქართველოში სუროგაციის აკრძალვასა და რეპროდუქციის ან მეთოდთან დაკავშირებულ რისკებზე მიხეილ სარჯველაძე „ღამის კურიერში“ საუბრობს – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ შეუძლებელია იმ რისკების აღმოფხვრა, რომელიც ბავშვთა ან ქალთა ტრეფიკინგს ეხება, ვინაიდან სუროგაცია არაერთ საფრთხეს ქმნის.

„დავსვათ კითხვა: რატომ არ აქვს, მაგალითად, გერმანიას სუროგაცია დაშვებული? საფრანგეთს? თან – არცერთი ფორმის. თავის დროზე რატომ იყო სუროგაცია დაშვებული, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, მაგრამ, ერთი შეხედვით, ამას შეიძლება ჰქონდეს არგუმენტი… დღესაც, ეს არ არის მარტივი საკითხი – მშობლად გახდომის უფლება მართლაც წმინდათა წმინდა და მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო უკლებლივ ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ და აბსოლუტურად უკონტროლო იყოს ეს ყველაფერი. არსებობს დილემა – ხომ არ იყოს ეს საკითხი მკაცრად რეგლამენტირებული, მკაცრად რეგულირებული და ამ სიმკაცრეში, ვთქვათ, შეიძლება გაჩნდეს ამ რისკების დაზღვევის შესაძლებლობა?..

ნებისმიერი ოპონენტი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს რაღაც განცხადებებს ხელაღებით აკეთებს, დაისმის მთავარი კითხვა – რა დონის სიმკაცრით უნდა დავარეგულიროთ საკითხი, რომ ამან გამოიწვიოს ყველა იმ რისკის დაზღვევა, რომელიც შეიძლება თანმხლები იყოს? შემდეგ დგები დილემის წინაშე – შეიძლება განა, უშვებდე, რომ მაგალითად: ბავშვთა ტრეფიკინგის ან ქალების ტრეფიკინგის ძალიან დიდი ინდუსტრია განვითარდეს ქვეყანაში და ეს ქმნიდეს უზარმაზარ საფრთხეებს. მე მესმის, რომ ამ შემთხვევაში არის ვიღაც, ვისაც შეიძლება რაღაც საჭიროება ჰქონდეს, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ რისკების დაზღვევის პოტენციალი, სამწუხაროდ, ძალიან რთულად გვესახება“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 3ნეიტრალური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობომშობლად გახდომის უფლება მართლაც წმინდათა წმინდა და მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ - მიხეილ სარჯველაძე
  2. რუსთავი 2სამთავრობობავშვის უცხოეთში გაყვანის შემდეგ, რა ბედი ელის მას, ჩვენთვის უცნობია - არსებობს ტრეფიკინგთან დაკავშირებული რისკები - მიხეილ სარჯველაძე სუროგაციის აკრძალვაზე
  3. რუსთავი 2სამთავრობოალტრუისტული სუროგაციის ნიღაბქვეშ, შეიძლება, კომერცია მაინც იპარებოდეს - თუ სუროგაციას მთლიანად ავკრძალავთ, რომელიმე მანიპულაციის იატაკქვეშა გარემოში ჩატარების ალბათობა მიზერულზე ნაკლები იქნება - მიხეილ სარჯველაძე
  4. შენი ექიმინეიტრალურიმიხეილ სარჯველაძე: „სუროგაციის მთლიანად აკრძალვით, მიზერულზე ნაკლებია შანსი, რომ იატაკქვეშა მანიპულაციები ჩატა
  5. შენი ექიმინეიტრალური„ქალების უცხოეთიდან მოწვევის დინამიკა მზარდია. ბავშვის უცხოეთში გაყვანის შემდეგ, რა ბედი ელის მას, ჩვენთვის უც
მასალის შესახებპირველწყარო: შენი ექიმი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხვი წელს 3000-ს გადააჭარბებს, წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოეთიდან არის ჩამოსული - მიხეილ სარჯველაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები